პოლიტიკა

ნიკა მელია ირაკლი კობახიძეს ევროკავშირის ოფისთან მიეჭრა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

23.09.21 16:40


ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ირაკლი კობახიძე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა, იქვე მედიის წარმომადგენლებს ნიკა მელია ესაუბრებოდა, რომელიც დიპლომატებთან შეხვედრაზე შედიოდა.

 

ჟურნალისტებთან საუბრისას მელია აცხადებდა, რომ „ქართული ოცნება“ დმანისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით „ნაცმოძრაობას“ პროვოკაციაში ადანაშაულებს. ამის შემდეგ ის ირაკლი კობახიძესთან მიიჭრა და მმართველი გუნდის ლიდერს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. კობახიძემ კი მელიას პროვოკატორი და „ხულიგანი“ უწოდა.

 

„ეს არის მაგალითი, თუ როგორ აწყობენ პროვოკაციებს ეს ნაძირლები და ბინძურები. პროვოკატორი, „ხულიგანი“ უინტელექტო, ბინძური კაცი“, - განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს და ადგილი დატოვა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები