პოლიტიკა

„მეჩვენება, რომ საქართველო ვირტუალურ სამყაროში ცხოვრობს“ - ბიბილოვი

23.09.21 17:20


ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერი ანატოლი ბიბილოვი დღეს ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს შეხვდა. ინფორმაციას ekhokavkaza ავრცელებს.

 

მედიასაშუალების ინფორმაციით, შეხვედრაზე ე.წ. პრეზიდენტმა სამი თემა დაასახელა, რაც, მისივე თქმით, გადაუჭრელი რჩება.

 

„ეს არის უსაფრთხოების საკითხი, ქვეყნის დაკარგული მოქალაქეები და უკანონო პოსტი სოფელ წნელისში“, - აღნიშნა ბიბილოვმა.

 

ბიბილოვის თქმით, საქართველომ დროა სოფელი წნელისიდან ბლოკპოსტი აიღოს.

 

„მეჩვენება, რომ საქართველო ცხოვრობს ვირტუალურ სამყაროში. დროა შეეგუოთ რეალობას, დაიწყოთ საკითხის გადაწყვეტა და უპირველეს ყოვლისა ამოიღოთ უკანონო პოსტი სოფელ წნელისიდან. ორმაგ სტანდარტებს თავი უნდა დავანებოთ, მზად ვართ გადავწყვიტოთ ყველა საკითხი, ჩვენ ყოველთვის ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს “, - დასძინა ბიბილოვმა.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები