პოლიტიკა

დღეს ვნახეთ ევროკავშირზე თავდასხმა – მათი საელჩოს საათნახევრით ბლოკირება - ხოშტარია

24.09.21 11:30


დაპირისპირება ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან - დროას ლიდერმა და ოპოზიციის ნაწილის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ ქართულ ოცნებას ერთადერთი რაც ამოძრავებს, ეს არის შიში ძალაუფლებისა და სკამების დაკარგვის:

 

"დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ ქართულ ოცნებას ერთადერთი რაც ამოძრავებს, ეს არის შიში ძალაუფლებისა და სკამების დაკარგვის, მაგრამ ამ შიშის პერიოდში მათ ყველაზე კარგად იციან, რომ ისინი კარგავენ ძალაუფლებას, ისინი არიან დამარცხებულები და ოპოზიცია და ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა, რომელსაც არ უნდა ძალადობა, რომელსაც არ უნდა ჩაგვრა, რომელსაც არ უნდა უსამართლობა, რომელსაც უნდა მშვიდობა, ევროპა და განვითარება, ეს უმრავლესობა აუცილებლად გაიმარჯვებს 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე. ამ დარჩენილ დღეებში, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ ქართულ ოცნებას შეუძლია უდიდესი დარტყმა მიაყენოს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და კერძოდ, ჩვენ დღეს რაც ვნახეთ ეს იყო თავდასხმა არამხოლოდ ოპოზიციაზე, რასაც ჩვენ შეჩვეულები ვართ, არამედ ევროკავშირზე, ჩვენ დღეს ვნახეთ საათ-ნახევრის განმავლობაში ევროკავშირის საელჩოს ბლოკირება, რაც არის მოსმენებთან ერთად და ყველა იმ ანტიდასავლურ ნაბიჯებთან ერთად განაცხადი, რომ ქართულ ოცნებას უნდა გამომგვტაცოს ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის გადაწყვეტილება პროდასავლური, განვითარებული, მშვიდობიანი საქართველოს შესახებ" - თქვა მან. 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 406


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები