პოლიტიკა

დავით ზალკალიანი გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს, მალდივის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

24.09.21 11:45


2021 წლის 22 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს, მალდივის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბდულა შაჰიდს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, დავით ზალკალიანმა აბდულა შაჰიდს მიულოცა გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა.

 

„შეხვედრაზე განხილული იქნა გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის დღის წესრიგი. დავით ზალკალიანმა პრეზიდენტს გააცნო საქართველოს პრიორიტეტები გენერალური ასამბლეის 76-ე სესიასთან დაკავშირებით.

 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობასა და გაერო-ს მნიშვნელოვან როლზე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

 

გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საქართველოს გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფორმატში აქტიური თანამშრომლობისთვის და გამოთქვა იმედი, რომ საქართველო მომავალშიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ორგანიზაციის მიზნების განხორციელებაში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 460


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები