პოლიტიკა

დავით ბაქრაძემ რესპუბლიკელ იურისტთა ასოციაციის წევრებსა და სენატორ მიჩ მაკკონელს უმასპინძლა

24.09.21 13:20


აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ რესპუბლიკელ იურისტთა ასოციაციის წევრებს (Republican National Lawyers' Association - RNLA) და სპეციალურ სტუმარს - აშშ-ის სენატის უმცირესობის ლიდერს სენატორ მიჩ მაკკონელს საელჩოში უმასპინძლა.

 

აშშ-ში საქართველოს საელჩოს ცნობით, RNLA არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იურისტთა ასოციაცია აშშ-ში, რომელიც შედგება იურისტებისა და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისგან.

 

საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა სენატორს საქართველოს სუვერენიტეტისა და მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა იმ ერთგულებასა და სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ორ ქვეყანას შორის საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზეა აგებული.

 

სენატის უმცირესობის ლიდერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს რუსული აგრესიის წინააღმდეგ მტკიცე დგომისთვის, მათ შორის, ოკუპაციის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტში რუსული სენტიმენტების არარსებობისთვის:

 

„ქართველებს უწევთ დაუდგნენ რუსებს, თან ძალიან ახლოდან, მათ შორის შემოჭრისა და ოკუპაციის წინააღმდეგ, რომელიც თითქმის 15 წელია გრძელდება.

მიუხედავად ამისა, საქართველოს პარლამენტში არ არის არანაირი სენტიმენტი რუსეთის მიმართ. ასე რომ, მადლობა საქართველოს სიმამაცისთა და რუსების მიმართ მტკიცე დგომისთვის. ჩვენც გვიწევს მათთან გამკლავება, თუმცა დისტანციურად, რაც გარკვეულწილად იოლი უნდა იყოს სამეზობლოში მათ გვერდით ცხოვრებასთან შედარებით”, - განაცხადა მიჩ მაკკონელმა.

 

RNLA-ის მმართველთა საბჭოს წევრმა რებ ბრაუნელმა მადლობა გადაუხადა ელჩს ასოციაციის მასპინძლობისათვის და სენატორ მიჩ მაკკონელს ედვინ მეზის ჯილდო გადასცა, რომელიც კანონის უზენაესობის დაცვისთვის არის დაწესებული.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები