პოლიტიკა

დავით ზალკალიანი რუანდის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

24.09.21 14:20


გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუანდის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრს, ვენსან ბირუტას შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და რუანდის რესპუბლიკას შორის არსებული თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს და ყურადღება გამახვილდა ურთიერთობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე, მათ შორის, ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით.

 

დავით ზალკალიანმა თავის კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის და ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ.

 

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები