პოლიტიკა

„ცილისწამებისათვის გახარიას სამართლებრივ მხარდაჭერას ვთავაზობ“ - ანა დოლიძე

24.09.21 15:00


პარტია „ხალხისთვის“ თბილისის მერობის კანდიდატი ანა დოლიძე პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელსა და ექსპრემიერ გიორგი გახარიას სამართლებრივ დახმარებას სთავაზობს.

 

დოლიძე აღნიშნავს, რომ გახარიამ ირაკლი კობახიძეს ნარკოდამოკიდებულების თემაზე ცილისწამებისთვის სასამართლოში უნდა უჩივლოს.

 

„აბსოლუტურად მიუღებელია ნარკოდამოკიდებულების თემაზე მანიპულირება, ანუ ნარკოდამოკიდებულების კიდევ უფრო სტიგმატიზაცია, ვიდრე დღეს არის, ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრ საკითხთან დაკავშირებით მაქვს მკვეთრი წინააღმდეგობა გახარიასთან, როგორც ამ საქმეში გამოცდილი საერთაშორისო სამართლის იურისტი, ვთავაზობ მას სამართლებრივ მხარდაჭერას.

 

წარმოვადგინო გიორგი გახარია თბილისის სასამართლოებში ცილისწამების საქმეებზე უტიფარ ირაკლი კობახიძესთან მიმართებაში და ასევე, წარმოვადგინო ის სტრასბურგის სასამართლოს წინაშე, რათა მან საკუთარი პატივისა და ღირსების დაცვისთვის იბრძოლოს“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ყოფილ პრემიერს გიორგი გახარიას სატელევიზიო ეთერში „კოკაინშიკი“ უწოდა.

 

აღნიშნულ საკითხზე ოპოზიცია ხელისუფლებისგან განმარტებებს ითხოვს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ვალდებულია ახსნას, რატომ ჰყავდა უმაღლეს თანამდებობაზე ადამიანი, რომლის ნარკოდამოკიდებულების შესახებ ინფორმაციას ფლობდა.

 

ინფორმაციისთვის, ექსპრემიერის, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას ნარკოტესტის პასუხი 18 სექტემბერს გახდა ცნობილი. ვენის წამყვან ჰოსპიტალში ჩატარებული ექსპერტიზის დეტალური კვლევების შედეგად, არანაირი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დადასტურდა.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები