პოლიტიკა

აშშ-ის სენატის უმცირესობის ლიდერი: მადლობა საქართველოს სიმამაცისა და რუსების მიმართ მტკიცედ დგომისთვის

24.09.21 15:20


მადლობა საქართველოს სიმამაცისა და რუსების მიმართ მტკიცედ დგომისთვის, - განაცხადა სენატის უმცირესობის ლიდერმა, „რესპუბლიკელმა“ სენატორმა მიტჩ მაკკონელმა.

 

აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ რესპუბლიკელ იურისტთა ასოციაციის წევრებს (Republican National Lawyers' Association - RNLA) და სპეციალურ სტუმარს - აშშ-ის სენატის უმცირესობის ლიდერს სენატორ მიტჩ მაკკონელს საელჩოში უმასპინძლა.

 

სენატის უმცირესობის ლიდერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს რუსული აგრესიის წინააღმდეგ მტკიცედ დგომისთვის, მათ შორის, ოკუპაციის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტში რუსული სენტიმენტების არარსებობისთვის.

 

„ქართველებს უწევთ, დაუდგნენ რუსებს, თან ძალიან ახლოდან, მათ შორის შემოჭრისა და ოკუპაციის წინააღმდეგ, რომელიც თითქმის 15 წელია გრძელდება.

მიუხედავად ამისა, საქართველოს პარლამენტში არ არის არანაირი სენტიმენტი რუსეთის მიმართ. ასე რომ, მადლობა საქართველოს სიმამაცისა და რუსების მიმართ მტკიცედ დგომისთვის. ჩვენც გვიწევს მათთან გამკლავება, თუმცა დისტანციურად, რაც გარკვეულწილად იოლი უნდა იყოს სამეზობლოში მათ გვერდით ცხოვრებასთან შედარებით”, - განაცხადა მიტჩ მაკკონელმა.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები