ეკონომიკა

აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილეს ინვესტორად რჩება

07.10.16 15:55


2016 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ეკონომიკაში ჩადებული ინვესტიციების მოცულობით, აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილეს ინვესტორად რჩება.

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში, აზერბაიჯანმა საქართველოში 283 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 34%-ს შეადგენს, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.

მეორე ადგილზეა „დიდი ბრიტანეთი“ – 108 მილიონი დოლარით (13%), ხოლო მესამეზე — თურქეთი — 85 მილიონი დოლარით (10,2%).

2016 წლის პირველ ნახევარში, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 834 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 11%-ით მეტია 2015 წლის იანვარ-ივლისის დაზუსტებულ მონაცემებზე. „საქსტატის“ მონაცემების თანახმად, საანგარიშო პერიოდში ყელაზე მეტი ინვესტიციები ჩაიდო ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროში —377 მილიონი დოლარი, რაც 3,3%-ით მეტია 2015 წლის პირველ ნახევარზე. 2016 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს ეკონომიკაში ჩადებული უცხოური ინვესტიციების 45% ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროზე მოდის. საანგარიშო პერიოდში ფინანსურ სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილმა 118 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 156%-ით მეტია 2015 წლის იანვარ-ივნისის პერიოდზე. გასული წლის პირველ ნახევარში ფინანსური სექტორის წილზე ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 14% მოდიოდა.

2016 წლის პირველ ნახევარში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა ენერგეტიკის სფეროში 85 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 31%-ით მეტია 2015 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელზე.

ენერგეტიკის სფეროზე 2015 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 10,2% მოდის. 2015 წლის პირველ ნახევარში, დაზუსტებული მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 754 მილიონი დოლარი შეადგინა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 406


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები