ეკონომიკა

საქართველოში კიდევ ერთ კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურს ააგებენ

07.10.16 16:25


გარდაბანში კომბინირებული ციკლის კიდევ ერთი თბოელექტროსადგური აშენდება, რომლის დადგმული სიმძლავრე 230 მგვტ იქნება. ახალი სადგური ექსპლუატაციაში 2020 წელს შევა.

„საქართველოს მთავრობას, შპს „გარდაბნის თბოსადგური 2-ს“, სს „ნავთობისა და გაზის კორპორაციასა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორს“ შორის ხელი მოეწერა გარდაბანში 230 მგვტ. სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის პროექტის განხორციელებისა (იმპლემენტაციის) და შპს „გარდაბნის თბოსადგური 2-სა“ და „China Tianchen Engineering Corporation-ს“ შორის გარდაბანში 230 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის პროექტირების შესყიდვისა და მშენებლობის (Engineering Procurement Construction) ხელშეკრულებას“, — ნათქვამია საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.

შერეული ციკლის თბოელექტროსადგური ელექტროენერგიას, ერთის ნაცვლად, ორი წყაროდან იღებს: ენერგია ტურბინაში ბუნებრივი გაზის წვით გამომუშავდება — როგორც რეაქტიულ ძრავში. სწორედ რეაქტიული ძრავის გამონაბოლქვი გამოიყენება ორთქლის წარმოსაქმნელად და ენერგიის გამოსამუშავებლად. ტურბინები და ელექტროგენერატორები ენერგიის ორივე წყაროს მეშვეობით მოდის მოძრაობაში და ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

ენერგეტიკის სამინისტრო პროექტს „უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობის“ მქონედ აფასებს და აცხადებს, რომ „მაღალეფექტური და ეკონომიური კომბინირებული (ორთქლ-აირტურბინული) თბოსადგურების მშენებლობა პრიორიტეტს წარმოადგენს“. გარდაბნის თბოელექტროსადგურის მშენებლობა მთლიანად საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის შიდა რესურსებიდან და აგრეთვე ჩინური ბანკების სახსრებით დაფინანსდება.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 433


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები