პოლიტიკა

გერდა ვოგლი: საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია - ახლა შესაფერისი დროა საქართველოსა და ავსტრიის ორმხრივი ურთიერთობების გასაძლიერებლად

12.10.21 17:40


„საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, შესაძლებელია საქართველოსა და ავსტრიის ორმხრივი ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავება, განსაკუთრებით ახლა, პანდემიის შემდეგ“, - განაცხადა ავსტრიის პრეზიდენტის კონსულტანტმა ევროპულ და საერთაშორისო საკითხებში, გერდა ვოგლმა ავსტრიაში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ საუბრისას.

 

მისივე თქმით, საქართველოსა და ავსტრიას მრავალი საერთო აქვთ, რაც, ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის კარგი წინაპირობაა.

 

„ახლა შესაფერისი დროა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გასაძლიერებლად. ჩვენს ორ ქვეყანას ბევრი საერთო აქვს. არა მხოლოდ მშვენიერი ბუნება, არამედ, ჩვენი ეკონომიკების ძლიერი დამოკიდებულება ტურიზმსა და მდგრად განვითარებაზე.

საუბარი შეეხო კლიმატის მდგრადობის საკითხებს, ამ საღამოს, იგეგმება ორმხრივი ფორუმი ეკონომიკის საკითხებზე. ვფიქრობ, განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს“, - აღნიშნა გერდა ვოგლმა.

 

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტი ავსტრიის რესპუბლიკაში 13 ოქტომბერს დასრულდება.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები