პოლიტიკა

"გამოყავით ექიმები სააკშვილის ჯანმრთელობაზე დაკვირვებისთვის" - იუსტიციის სამინისტრო ტიკარაძეს

13.10.21 10:15


იუსტიციის სამინისტრო ადამიანის უფლებების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხეილ სარჯველაძეს და ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, დიმიტრი ხუნდაძეს სთხოვს, საზოგადოებისთვის პროცესის მეტი გამჭვირვალობისთვის, ჩაერთონ მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვის მონიტორინგში.

 

ასევე, ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს სთხოვს, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისა და დეტალური ანალიზის მიზნით გამოიყოს ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი.

 

"მივმართავთ  თხოვნით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძეს და პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის  თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძეს,  რომ საზოგადოებისთვის პროცესის მეტი გამჭვირვალობისთვის განახორციელონ პატიმრის უფლებების დაცვის მონიტორინგი;

 

მივმართავთ  თანამშრომლობის თხოვნით სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას;

 

მივმართეთ თხოვნით, ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისა და დეტალური ანალიზის მიზნით გამოიყოს ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი. მედიკოსების ჯგუფის მიზანი იქნება  მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდული დაკვირვება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეკომენდაციების წარმოდგენა" ,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი უკვე 12 დღეა, შიმშილობს.

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 397


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები