პოლიტიკა

პარლამენტის კომიტეტებში დღეს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ

13.10.21 10:30


პარლამენტში 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის საკომიტეტო განხილვები გრძელდება. დღეს ბიუჯეტის პროექტს პარლამენტის 5 კომიტეტი განიხილავს. პროექტს განიხილავენ ფრაქცია „ლელოშიც“. ფრაქციის წევრები ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძეს მოუსმენენ.

 

ბიუჯეტის პროექტი მომავალი წლისათვის მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-იან ზრდას ითვალისწინებს. 2022 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია პენსიებისა და გარკვეული კატეგორიის მასწავლებლებისთვის ხელფასების გაზრდა.

 

გრაფიკით განსაზღვრული საკომიტეტო განხილვების შემდეგ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელი სხდომა 18 ოქტომბერსაა ჩანიშნული.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები