პოლიტიკა

სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება - სამადაშვილი

13.10.21 13:40


პარლამენტის ოპოზიციური დეპუტატის სალომე სამადაშვილის შეფასებით, მმართველი გუნდი კრიმინალური და კორუმპირებული ინდიკატია, რომლის გადაწყვეტილებებიც სახელმწიფოებრივ ინტერესებს არ შეიცავს. სამადაშვილის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ოცნებას ეკისრება:

 

"ჩვენ ვართ იმ მოცემულობაში, როდესაც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ შიმშილობას გააგრძელებს და ხელისუფლების პასუხი ვერ მოვისმინეთ. ცხადია, სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, რომლის პატიმარიც არის ის დღეს. „ქართული ოცნება“ არის ნახევრად კრიმინალური და კორუმპირებული სინდიკატი. მათ არც ერთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში ჩვენ ვერასდროს და არასდროს არ ვხედავთ სახელმწიფოებრივ მიდგომას და სახელმწიფოებრივ აზროვნებას. მათი მხრიდან ეს დამოკიდებულება სააკაშვილის პატიმრობასთან და შიმშილობასთან მიმართებაში არ ეხმარება ვითარების განმუხტვას, ეს არის აბუჩად აგდების საგანი და ვფიქრობ, შესაძლოა, კიდევ უფრო ღრმა ჩიხში შეიყვანოს მდგომარეობა, ამიტომ მიუღებელია ასეთი დამოკიდებულება ჩემთვის და მიმაჩნია, რომ არის სრულიად კონტრპროდუქტიული.

 

„ნაციონალური მოძრაობის" მიერ არის დაგეგმილი ეს აქცია, ეს არის მათი აქცია და სხვა პარტიებს აქვთ არჩევანი შეუერთდნენ თუ არა მას. მიმაჩნია, რომ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულების ერთადერთი გზა არის ხელისუფლების შეცვლა. ამიტომ აქციები ვისაც მიაჩნია მიზანშეწონილად, შეუძლია გამართოს, ეს არის პოლიტიკური ბრძოლის ერთ- ერთი გზა, მაგრამ ამ ეტაპზე მე მიმაჩნია, რომ მთავარი ამოცანა ოპოზიციისთვის და ყველასთვის, ვისაც გარდამტეხი ცვლილებები და პოლიტიკური დევნის დასრულება სურს, ეს არის მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვება, აქეთკენ უნდა იყოს ჩემი აზრით მიმართული ყველას მცდელობა,"- განაცხადა სამადაშვილმა.

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 370


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები