პოლიტიკა
14.10.21 10:30
საქართველოს პრეზიდენტმა ავსტრიაში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. ვიზიტის ბოლოს სალომე ზურაბიშვილმა ავსტრიის რესპუბლიკის სახელმწიფო საგანძურის საცავი, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი და ვენის სახელმწიფო ოპერის, სახელმწიფო თეატრისა და სახალხო ოპერის დეკორაციებისა და კოსტიუმების სახელოსნო Art-For-Art დაათვალიერა.
კულტურის საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კოტე ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ავსტრიის ეროვნულ საგანძურს ვენის სამუზეუმო ლანდშაფტში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს და მას კულტურის პოლიტიკის კუთხით განსაკუთრებული ფუნქციები აქვს მინიჭებული. იგი წარმოაჩენს ავსტრიის, როგორც კულტურული ქვეყნის ადგილს მსოფლიო ისტორიის კონტექსტში.
„სახელმწიფო საგანძურის საცავს მნახველი არ აკლია, რაც მოწმობს იმას, რომ დღეს საზოგადოება დაინტერესებულია ამ პერიოდის ხელოვნების ნიმუშებით და ეს განწყობა ჩვენ, რა თქმა უნდა, გვიჩენს დიდ შანსს, რომ ჩვენი ეროვნული საგანძურიც წარმოადგენდეს საერთაშორისო ხელოვნებით დაინტერესებული საზოგადოების მიზიდულობის ერთ-ერთ მთავარ ცენტრს“, – განაცხადა კოტე ნაცვლიშვილმა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, Art for Art სახელოსნო, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა დაათვალიერა, ემსახურება ვენის უმთავრეს თეატრებს, მათ შორის ორ სახელმწიფო ოპერასა და დრამატულ თეატრს და ამზადებს როგორც სცენის დეკორაციებს, ასევე კოსტიუმებსა და რეკვიზიტს. მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარებით, რაც კოსტიუმებსა და დეკორაციას მექანიზებულს ხდის და დამკვეთის ნებისმიერ მოთხოვნას აკმაყოფილებს.
Art for Art სახელოსნო ვენის სახელმწიფო თეატრებთან და ზალცბურგის მუსიკალურ ფესტივალთან ერთად, მეზობელი ქვეყნების თეატრებსა და კინოსტუდიებს ემსახურება.
„პრეზიდენტმა Art for Art სახელოსნოს ხელმძღვანელობასთან განიხილა სამხატვრო აკადემიის სტუდენტების სტაჟირების შესაძლებლობები. პრეზიდენტის ინიციატივით, დაიწყება მუშაობა ქართველი სტუდენტების სტაჟირებისთვის, როგორც დეკორაციების და რეკვიზიტის მიმართულებით, ასევე კოსტიუმების მიმართულებით“, – აღნიშნულია პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 370
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24
-
15:1023.04.24
-
14:4523.04.24
-
თეა წულუკიანი ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
14:2623.04.24
-
14:0023.04.24
-
13:3523.04.24
-
13:1523.04.24
-
საქსტატი - 2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა
12:4823.04.24
-
ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
12:2723.04.24
-
11:4423.04.24
-
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა
11:1223.04.24
-
10:4023.04.24
-
10:0023.04.24
-
7:5623.04.24
-
18:0022.04.24
-
17:4022.04.24
-
17:2022.04.24
-
16:5722.04.24
-
ირაკლი კობახიძემ თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობა დააანონსა
16:2522.04.24
-
16:0522.04.24
-
მამუკა მდინარაძე -29 აპრილის სახალხო შეკრებაზე ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად იქნება, ეს მისი სურვილია
15:4322.04.24
-
სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტი აღიკვეთა
15:2222.04.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
14:5922.04.24
-
14:3022.04.24
-
14:0522.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ეროვნული მნიშვნელობის საკითხები დროულად იყოს განხილული
13:2522.04.24
-
სამინისტრო - ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით ახალი პროექტი იწყება
13:0022.04.24
-
მარიამ ქვრივიშვილი - 2024 წლის სამ თვეში საქართველომ უკვე მილიონ ტურისტს უმასპინძლა
12:3122.04.24
-
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს
12:0322.04.24