პოლიტიკა

„საჭიროების შემთხვევაში, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ექსპერტთა ჯგუფი შეისწავლის“ - თამარ გაბუნია

14.10.21 10:45


„საჭიროების შემთხვევაში და პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის დეპარტამენტის მითითების შესაბამისად, ასევე, თავად მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნის შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტროს შეუძლია კონსილიუმის ფორმატში ექსპერტების მობილიზება და საკითხის შესწავლა პაციენტის უფლებებისა და კანონის დაცვით“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, პროცესში მონაწილეობისთვის ექსპერტების თანხმობა უკვე არსებობს.

 

„იუსტიციის სამინისტროს ექსპერტების ჩამონათვალს მივაწოდებთ და საკითხზე პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის დეპარტამენტის მითითების შესაბამისად გავაგრძელებთ საქმიანობას“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

 

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

 

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 379


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები