პოლიტიკა

შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

14.10.21 11:00


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიის კონფედერაციას ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ეს საქართველოს მხრიდან პირველი უმაღლესი დონის ვიზიტია შვეიცარიაში.

 

პრეზიდენტი შვეიცარიის კონფედერაციაში ვიზიტს ქალაქ ჟენევაში განთავსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრებით იწყებს.

 

გაიმართება შეხვედრები ადამიანის უფლებების საკითხებში გაერო-ს უმაღლეს კომისარ მიშელ ბაშელესთან და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორ ტედროს გებრეიესუსთან, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციებში და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის აღმასრულებელ თავმჯდომარესთან, პროფესორ კლაუს შვაბთან.

 

15 ოქტომბერს კი საქართველოს პრეზიდენტი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ ბერნს ეწვევა, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან.

 

დაგეგმილია შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტის, გი პარმელინისა და საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც პრეზიდენტები პრესისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ და მათ კითხვებს უპასუხებენ.

 

ასევე, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა ბერნში შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს პირველ ვიცე-პრეზიდენტ ირენ კელინთან.

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები