პოლიტიკა

სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს - ანა ფოტიგა

14.10.21 11:30


,,მე დიდი ხნის წინ მქონდა ეჭვი, რომ ის ამას გააკეთებდა"- ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საკითხს ეხმიანება და აცხადებს რომ ექსპრეზიდენტი საპატიმროდან დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ.

 

ფოტიგას შეფასებით სააკაშვილს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი. 

 

,,მან საქართველოში დაბრუნების ძალიან რთული გადაწყვეტილება მიიღო, მე დიდი ხნის წინ მქონდა ეჭვი, რომ ის ამას გააკეთებდა. ჩემი მოსაზრება მის შესახებ არ შეცვლილა, მისმა მმართველობამ საქართველო სრულიად ახალ დონეზე აიყვანა, ეს არის ჩემი აზრი არა მხოლოდ იმიტომ, რომ მასთან და მის თანამოაზრეებთან შეხვედრის შესაძლებლობა ბევრჯერ მქონდა. მე დღესაც ვხვდები საქართველოს წარმომადგენლებს და უნდა გითხრათ, რომ ახლა ნამდვილად შეშფოთებული ვარ და მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს", - განაცხადა ფოტიგამ ,,მთავარი არხის" ეთერში. 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები