პოლიტიკა

გრიგოლ გეგელია: „ლელო საქართველოსთვის“ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას არ შეუერთდება

14.10.21 12:20


„ლელო საქართველოსთვის“ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას არ შეუერთდება, - ამის შესახებ პარტიის წარმომადგენელმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

 

მისი თქმით, ამის მიუხედავად, „ლელო“ საერთო ოპოზიციურ ბრძოლაში რჩება.

 

„ლელო საქართველოსთვის“ ინარჩუნებს თავის გადაწყვეტილებას. ჩვენ ამ კონკრეტულ აქციას არ ვუერთდებით. ბუნებრივია, ჩვენ ვართ საერთო ოპოზიციურ ბრძოლაში“, - განაცხადა გეგელიამ.

 

„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას დღეს გეგმავს.

ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას არ უერთდება.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 370


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები