პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი - ყველას მინდა მოვუწოდო, რომ დღეს გვჭირდება სიმშვიდე - მე აღარ მინდა პატიმარზე ამდენი ვილაპარაკო

14.10.21 14:00


მე ყველას მინდა მოვუწოდო, რომ დღეს გვჭირდება სიმშვიდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ახლა საქმეზე კონცენტრირება არის საჭირო.

 

„მე ყველას მინდა მოვუწოდო, რომ დღეს გვჭირდება სიმშვიდე. ჩვენ უნდა ჩავატაროთ მშვიდად მეორე ტური, დავასრულოთ ეს არჩევნები. ყველამ გაიმარჯვოს, ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვოს და გააგრძელოს მშვიდობიანი განვითარება. მე აღარ მინდა პატიმარზე ვილაპარაკო ამდენი. საკმარისია, ვფიქრობ, ძალიან ბევრი განცხადებაც გაკეთდა, ბევრი ემოციებიც დავხარჯეთ, ახლა საქმეზე კონცენტრირება არის საჭირო“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები