პოლიტიკა
14.10.21 14:20
დარწმუნებული ვარ, სააკაშვილიც მალე დატოვებს საპატიმროს და ძალიან მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის ამ პროცესში, უშუალოდ აქციაზე გამოცხადდება ის გეგმები, როგორ ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მცხეთის მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი აქცია პარტიული არ არის.
„დღეს, ამ მოედანზე უამრავ ადამიანს ნახავთ, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებსაც, არამხარდამჭერებსაც, სხვა პარტიების მხარდამჭერებსაც, აქ არ არის საქმე, ვის რა პოლიტიკური სიმპათია გააჩნია. დღეს ვიბრძვით მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისათვის. მიხეილ სააკაშვილი არ ყოფილა პარტიის პრეზიდენტი, ის იყო საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ამ ქვეყნის აღორძინებასა და განვითარებაში. ბიძინა ივანიშვილს არ აქვს უფლება, დღეს მიხეილ სააკაშვილი ციხეში გამოკეტილი ჰყავდეს. პუტინის ოცნება ამ ქვეყანაში არ ასრულდება, ეს დროებითი მოვლენაა. დარწმუნებული ვარ, საბოლოო სიტყვა ეკუთვნის საქართველოს მოსახლეობას, რომელიც არ დაუშვებს, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა დიდხანს გაგრძელდეს. ეს აქცია იქნება ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი, რომ მიხეილ სააკაშვილმა დატოვოს დაწესებულება.
ვისთვისაც მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის მომავალი, როგორ ქვეყანაში გაიზრდებიან ჩვენი შვილები, რომ ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩავაბაროთ უსამართლობა, უნდა მოვიდეს დღეს თავისუფლების მოედანზე. დარწმუნებული ვარ, ამდენი ხალხი დიდი ხანია, საქართველოს მოსახლეობას არ უნახავს. დღეს ჩვენ ქვეყანას ვკარგავთ და ამ ქვეყნის დაკარგვის უფლება „ქართულ ოცნებას“ არ უნდა მივცეთ.
დარწმუნებული ვარ, სააკაშვილიც მალე დატოვებს საპატიმროს და ძალიან მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის ამ პროცესში. უშუალოდ აქციაზე გამოცხადდება ის გეგმები, როგორ ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას“, – განაცხადა უდუმაშვილმა.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 361
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24