პოლიტიკა

კახა კუჭავა: სვეტიცხოვლობა ძლიერი და ერთიანი საქართველოს სიმბოლოა

14.10.21 17:20


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას დაესწრო და მოსახლეობას სვეტიცხოვლობა მიულოცა.

 

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, სვეტიცხოვლობა საქართველოს სიძლიერისა და ერთიანობის სიმბოლოა.

 

„მინდა ყველას მივულოცო სვეტიცხოვლობა, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ერისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული, სიმბოლო საქართველოს სიძლიერისა და ერთიანობისა. ვუსურვო ჯანმრთელობა და რა თქმა უნდა, წარმატებები საქვეყნო საქმესა თუ პირად ცხოვრებაში“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

 

პარლამენტის თავმჯდომარე საზეიმო ლიტურგიას მეუღლესთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ასევე პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები