პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ბელგიის სენატის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს მარკ დემესმეკერს შეხვდა

15.10.21 11:00


ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან ქარუმიძე ბელგიის სენატის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, მარკ დემესმეკერს შეხვდნენ.

 

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა, ორი ქვეყნის საპარლამენტო თანამშრომლობისა და მეგობრობის ჯგუფებს შორის ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

 

ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ბელგიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობაზე, ისეთ პრიორიტეტული მიმართულებით, როგორიცაა ტურიზმი, ეკონომიკა, ბიზნეს და ხალხთა შორის კონტაქტები.

 

შეხვედრისას, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ბელგიის მხრიდან საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერაზე.


მარკ დემესმეკერმა აღნიშნა, რომ ბელგია განაგრძობს საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ მხარდაჭერას და გამოთქვა მზაობა ხელი შეუწყოს საერთაშორისო ფორმატებში საქართველოს პრიორიტეტული საკითხების მაღალ დონეზე შენარჩუნებას.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 397


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები