პოლიტიკა

ლევან ქარუმიძე ევროპარლამენტარების წერილზე: ვინც ხელი მოაწერა, საკუთარ თავს საქართველოს მეგობარი არ უნდა უწოდოს

15.10.21 13:40


ჯერჯერობით, არ ვიცი, ამ წერილით რომელი ევროპარლამენტარები გააცურეს. არ მინდა თქმა, თუმცა ვინც მოაწერა, საკუთარ თავს საქართველოს მეგობარი არ უნდა უწოდოს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან ქარუმიძე ევროპარლამენტარების წერილს Twitter-ზე.

 

მისი თქმით, ევროკავშირს რეგიონში ძლიერი და მედეგი მოკავშირე სჭირდება და არა სუსტი და უნიათო მიწის ნაგლეჯი.

 

„ჯერჯერობით, არ ვიცი, ამ წერილით რომელი ევროპარლამენტარები გააცურეს. არ მინდა თქმა, თუმცა ვინც მოაწერა, საკუთარ თავს საქართველოს მეგობარი არ უნდა უწოდოს. ევროკავშირს ამ რეგიონში ძლიერი და მედეგი მოკავშირე სჭირდება და არა სუსტი და უნიათო მიწის ნაგლეჯი.


ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ნამდვილ მეგობრებთან და პარტნიორებთან ევროპარლამენტში, რომ უფრო გავამყაროთ ჭეშმარიტი, დასავლური დემოკრატია. გვჯერა, რომ დასავლურ ცივილიზაციას კანონის უზენაესობა უდევს საფუძვლად“, - წერს ლევან ქარუმიძე.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 523


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები