პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ნატალი ლუაზოს შეხვდა

15.10.21 14:40


ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ნატალი ლუაზოს შეხვდნენ.

 

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, ახალ რეალობაზე, რუსეთის მზარდ გავლენასა და ჰიბრიდულ საფრთხეებზე ისაურეს. მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასა და საოკუპაციო რეჟიმების მიერ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე. ხაზი გაესვა საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის მათ შორის, ევროპარლამენტის მხარდაჭერის, ასევე, საქართველოს ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო ფორმატებში მაღალ დონეზე განხილვის მნიშვნელობას.

 

მაკა ბოჭორიშვილი მიესალმა რუსეთის ოკუპაციასთან და დესტრუქციულ ქმედებებთან მიმართებით ევროპარლამენტის მკაცრ პოზიციას და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.


მხარეები საპარლამენტო დონეზე ორმხრივი ურთიერთობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე შეთანხმდნენ, რათა ხელი შეუწყონ რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

 

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამომავლო გეგმებსა და ამ კუთხით ევროპარლამენტის მხარდაჭერაზე.


ნატალი ლუაზომ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ასევე, ქვეყნის ევროინტეგრაციისა და რეფორმების მიმართ ევროპარლამენტის ურყევი მხარდაჭერა.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები