პოლიტიკა

სოზარ სუბარი - მივიდეს ყველა, ეპისკოპოსი იქნება თუ მღვდელი და ჩახედონ თვალებში აფრასიძეების დედას, ჰკითხონ, რა გაუკეთა მათ სააკაშვილმა და იმსახურებს თუ არა შეწყალებას

15.10.21 17:20


დანაშაულთან დაკავშირებით არსებობს კანონი, სასამართლო და ყველამ უნდა აგოს პასუხი და აგებს კიდეც, სასჯელს ყველა ბოლო დღემდე მოიხდის, – ამის შესახებ  პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განაცხადა.

 

სუბარმა აღნიშული კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მიზნით შექმნილ პეტიციაზე საუბრისას, რასაც სასულიერო პირების გარკვეულმა ნაწილმაც მოაწერა ხელი.

 

„არ მგონია, პეტიციაზე მათი ხელმოწერები საკმარისია იმისთვის, რომ გავაცოცხლოთ უდანაშაულოდ დახოცილი ბიჭები. მივიდეს ყველა, ეპისკოპოსი იქნება თუ მღვდელი და ჩახედონ თვალებში აფრასიძეების დედას, ქალბატონ დოდოს და ჰკითხონ ერთი, რა გაუკეთა მათ სააკაშვილმა და იმსახურებს თუ არა შეწყალებას ქალბატონი დოდოს მხრიდან. მოვიდნენ ვაზაგაშვილის მეუღლესთან, ზურა ვაზაგაშვილის დედასთან და ჩახედონ თვალებში და ჰკითხონ, იმსახურებს თუ არა შეწყალებას მათი შვილების მკვლელი და განცხადებებს ხელი შემდეგ მოაწერონ.

 

ცოდვების მონანიებისთვის რაც არის წმინდა ეკლესიური თემა, არსებობს აღსარება და სინანული. ჩვენ იქ ბუნებრივია, ვერ ჩავერევით, რა ურთიერთობაა მათსა და სააკაშვილს შორის. თუ იტყვის აღსარებას და მოინანიებს თავის ცოდვებს, შეიძლება შეუნდო. ეს არ არის ამ შემთხვევაში საერო პირების საქმე. დანაშაულთან დაკავშირებით არსებობს კანონი, სასამართლო და ყველამ უნდა აგოს პასუხი და აგებს კიდეც, სასჯელს ყველა ბოლო დღემდე მოიხდის.

 

ამასთან, როგორც სოზარ სუბარი ამბობს, ოპოზიციის ნაწილი ნაცვლად ბოიკოტისა, უნდა შევიდეს პარლამენტში და ქვეყნისთვის საინტერესო საკითხებზე იმსჯელონ.

 

„რაც შეეხება შერიგებას, შერიგებისთვის ქვეყნის ინტერესები გაითვალისწინოს ოპოზიციამ და არა იყოს მუდმივად დესტრუქციაზე. აგერ არის პარლამენტი და ბოიკოტს კი ნუ უცხადებენ პარლამენტს, შემოვიდნენ. ვიმსჯელოთ ბიუჯეტზე და ქვეყნისთვის საინტერესო სხვა საკითხებზე“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 505


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები