პოლიტიკა

"ნაციონალური მოძრაობის" ლობისტები არიან - ღუდუშაური ევროპარლამენტარებზე

15.10.21 17:40


"ქართული ოცნების" დეპუტატის, ალუდა ღუდუშურის თქმით, ევროპარლამენტარები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას უჭერენ მხარს არა საქართველოს და ქართველი ხალხის, არამედ "ნაციონალური მოძრაობის" მეგობრები არიან.

 

"სრულიად ნათელია, რომ ის ვინც ამდაგვარ განცხადებას აკეთებს, რომ თითქოსდა მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს საპატიმროდან, არ მგონია, რომ მათი რეპუტაცია იყოს დაცული და ეს პირიქით, მათ რეპუტაციას ძალიან აზიანებს.

სრულიად ნათელია, რომ ეს ადამიანები არიან ლობისტები ნაციონალური მოძრაობის და მათ ქმედებას, ცალსახად ვამბობ, არანაირი საერთო არ აქვს ქართულ სახელმწიფოსთან და ქართველ ხალხთან მათი მეგობრობისა, ეს არის მეგობრობა ნაციონალურ მოძრაობასთან, სააკაშვილთან, ახალაიებთან, მერაბიშვილთან და ადეიშვილთან", - თქვა ალუდა ღუდუშაურმა.

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 433


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები