პოლიტიკა

კანონით გამყარებული ცენზურა - უმრავლესობის ახალი კანონპროექტის მიხედვით საარჩევნო სუბიექტების მიმართ უარყოფითი განწყობის შემქმნელი მასალის გამოყენება იკრძალება

18.10.21 10:15


უმრავლესობის მიერ შემუშავებული ახალი კანონპროექტის საფუძველზე, არჩევნებში მონაწილე სუბიექტების მისამართით, უარყოფითი განწყობის შემქმნელი მასალის გამოყენება იკრძალება. 

 

კანონი პარლამენტში წარსადგენად მზად არის და მას  უახლოეს პერიოდში განიხილავენ. 

 

აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით შემდეგი სახის შეზღუდვებია გათვალისწინებული. 

 

კერძოდ, კანონპროექტით იკრძალება სტაბილური ტერიტორიული განთავსების ტექნიკური საშუალების (მაგალითად, სტენდის, შენობა-ნაგებობის ფასადის, სხვა უძრავი ნივთის/კონსტრუქციის) გამოყენებით ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ფარგლებში მოძრავ სატრანსპორტო საშუალებაზე განთავსებით ისეთი სააგიტაციო მასალის საჯარო სივრცეში გავრცელება, რომელიც გამიზნულია საარჩევნო სუბიექტის ან საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შესაქმნელად. ამასთანავე, კანონპროექტით დგინდება, რომ პოლიტიკური პარტიის/საარჩევნო სუბიექტის მიერ ან პოლიტიკური პარტიის/საარჩევნო სუბიექტის დაკვეთით საჯარო სივრცეში ზემოხსენებული საშუალებების გამოყენებით გავრცელებული სააგიტაციო მასალა არ უნდა შეიცავდეს სხვა პოლიტიკური პარტიის/საარჩევნო სუბიექტის გამოსახულებას, სახელწოდებას, რიგით ნომერსა და სიმბოლიკას.

 

გარდა ამისა, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტით იკრძალება ისეთი წინასაარჩევნო რეკლამის გავრცელება, რომელიც გამიზნულია საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შესაქმნელად. ამასთანავე, კანონპროექტით დგინდება, რომ პოლიტიკური პარტიის/საარჩევნო სუბიექტის მიერ ან პოლიტიკური პარტიის/საარჩევნო სუბიექტის დაკვეთით გავრცელებული წინასაარჩევნო რეკლამა არ უნდა შეიცავდეს სხვა პოლიტიკური პარტიის/საარჩევნო სუბიექტის გამოსახულებას, სახელწოდებას, რიგით ნომერსა და სიმბოლიკას.

 

საარჩევნო პერიოდში აღნიშნული კანონის დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი ფულადი ჯარიმაა გათვალისწინებული, რომელიც პირველ ჯერზე 2000, ხოლო დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, 4000 ლარით განისაზღვრება. 

 

მოთხოვნათა დარღვევისათვის კანონპროექტით განისაზღვრება ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ დაჯარიმებული პირი არ უზრუნველყოფს შესაბამისი სააგიტაციო მასალის ჩამოხსნას/დემონტაჟს/აღებას, იგი აღნიშნული ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ყოველი 3 დღის გასვლისთანავე დაჯარიმდება 4000 ლარის ოდენობით, ვიდრე არ უზრუნველყოფს ამ სააგიტაციო მასალის ჩამოხსნას/დემონტაჟს/აღებას.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 415


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები