პოლიტიკა

ლოიდ ოსტინი: პირადად, როგორც ავღანეთის ომის ვეტერანი, განსაკუთრებით მადლიერი ვარ ყველაფრისთვის, რაც

18.10.21 16:40


მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს თავდაცვის მინისტრს, თავდაცვის ძალებს, ქართველ ხალხს მათი მტკიცე მხარდაჭერისთვის, რომელსაც იჩენდნენ აშშ-ისა და ნატოს ძალისხმევისადმი ავღანეთში. პირადად, როგორც ავღანეთის ომის ვეტერანი, განსაკუთრებით მადლიერი ვარ ყველაფრისთვის, რაც გააკეთეთ, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ქართველ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, საქართველომ ავღანეთის მისიაში არაპროპორციული როლი შეასრულა.

 

„ქართული ჯარი მხარდამხარ მსახურობდა ამერიკელ სამხედროებთან და მეგობრებთან ერთად. აგებდნენ კავშირებს ჩვენს ორ ქვეყანას შორის, რომელიც სცდება კულტურულ და ლინგვისტურ განსხვავებებს. საქართველომ მართლაც რომ დიდი მსხვერპლი გაიღო - 32 დაღუპული და 293 დაჭრილი ავღანეთში. აშშ პატივს მიაგებს მათ ხსოვნას. ჩვენ ღრმა პატივისცემას გამოვხატავთ ქართველი ხალხისადმი, ყველა სამხედროს მიმართ, ვინც იქ იმსახურა, მათი ოჯახების მიმართ. ჩვენი კოლექტიური ძალისხმევა აღანეთში არის კიდევ დემონსტრირება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის სიძლიერისა, ჩვენი საზიარო ინტერესებისა და ღირებულებებისა“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 406


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები