პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ეკლესიაზე თავდასხმა „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი პროპაგანდისტული არხების ერთ-ერთი ამოცანაა

18.10.21 17:00


თანამოსაყდრე შიოს მიმართ სიძულვილით სავსე შეფასებები ვნახეთ, რაც უსამართლოა და მიმართულია ეკლესიის დისკრედიტაციისკენ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, წლების განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი პარტიული პროდიუსერები აქტიურ კამპანიას აწარმოებენ ეკლესიის წინააღმდეგ.

 

„ეკლესიაზე თავდასხმა არის „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი პროპაგანდისტული არხების ერთ-ერთი ამოცანა. წლების განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი პარტიული პროდიუსერები აქტიურ კამპანიას აწარმოებენ ეკლესიის წინააღმდეგ. ეს ხდება, როგორც ინსტიტუტის, ასევე მაღალი იერარქიის მიმართ. ამ შემთხვევაში, თანამოსაყდრე შიოს მიმართ სიძულვილით სავსე შეფასებები ვნახეთ, რომელიც არის უსამართლო და მიმართულია ეკლესიის დისკრედიტაციისკენ. რაც თანამოსაყდრე შიომ თქვა, ეს სამართლის ენაზე და სახელმწიფოს გადმოსახედიდან არის კანონის უზენაესობის პრინციპი, როცა ადამიანი დანაშაულს სჩადის, კანონით გათვალისწინებულია შესაბამისი სასჯელი მიუხედავად იმისა, ვინ არის ეს ადამიანი და რა თანამდებობას იკავებს. როცა თავდასხმა ხდება კანონის უზენაესობასა და იმ ადამიანებზე, ვინც კანონის უზენაესობას პატივს სცემს, რა თქმა უნდა, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ გაგება, თუ როგორი უნდა იყოს სახელმწიფო. მათი წყობა იყო - დაუსჯელობის სინდრომი მათი მეგობრობისთვის, უკანონო სასჯელი ყველასთვის, ვისაც კრიტიკული და განსხვავებული აზრი ექნებოდა. დღესაც ოპოზიციაში იგივეს აგრძელებენ, ძალადობენ საზოგადოებაზე ფსიქოლოგიურად და ახდენენ დეზინფორმაციის დისტრიბუციას. ნიკა გვარამია არის დეზინფორმაციის ერთ-ერთი მთავარი დისტრიბუტორი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საკვირაო ქადაგებისას განაცხადა: „დღეს საუბრობენ საყოველთაო შერიგებაზე, ხშირად არასწორად განმარტავენ ქრისტიანულ სწავლებას, ამბობენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო, ყოველთვის ყველას უნდა შეურიგდე, ასეთი რამ სახარებაში არ გვიწერია“.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 388


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები