პოლიტიკა

ლოიდ ოსტინი - მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დავადასტურო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენი მხარდაჭერა

18.10.21 18:00


აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს თბილი მიღებისთვის მადლობას უხდის.

 

ლოიდ ოსტინი წერს, რომ მოხარულია, რათა აქვს შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დაადასტუროს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მხარდაჭერა.

 

„დიდი მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს თბილი მიღებისთვის. საქართველო თანმიმდევრულად და მტკიცედ უჭერდა მხარს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში.

 

მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დავადასტურო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენი მხარდაჭერა“, – წერს ლოიდ ოსტინი „ტვიტერის“ გვერდზე.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები