პოლიტიკა
18.10.21 17:40
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა და საერთო დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ორმხრივი თანამშრომლობა, შავი ზღვისა და რეგიონული უსაფრთხოება, აშშ-ის მზარდი მხარდაჭერით მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი საქართველოს თავდაცვის ძალებში, მსოფლიო მშვიდობასა და უსაფრთხოებაში მხარდამხარ მსახური და აშშ-ის მუდმივი მხარდაჭერა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესში - ის ძირითადი საკითხები იყო, რაზეც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ორმხრივ შეხვედრაზე იმსჯელეს.
კოლეგების შეხვედრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, საპატიო ყარაულის მონაწილეობითა და სამხედრო ორკესტრის მიერ აშშ-სა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნების შესრულებით, დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ შედგა. ჯუანშერ ბურჭულაძემ აშშ-ის თავდაცვის მდივნის საქართველოში ჩამოსვლა ისტორიულად შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, ვიზიტი ქართველი ხალხისთვის მკაფიო გზავნილია, რომ აშშ საქართველოს გვერდითაა, ხოლო რეგიონისთვის ეს ნიშნავს, რომ დასავლეთს ძლიერი ინტერესი გააჩნია მთელი რეგიონის მიმართ და ვერავინ შეაჩერებს ქართველი ხალხის მისწრაფებას საქართველო გახდეს ნატოს წევრი და ცივილიზებული სამყაროს ნაწილი.
ჯუანშერ ბურჭულაძემ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ მისწრაფებაში აშშ-ის მთავრობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო აშშ-ის მზარდი მხარდაჭერით საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციას და 10-წლიანი განვითარების გეგმას, რომელიც ტერიტორიული თავდაცვისა და მდგრადი საბრძოლო მზადყოფნის შესაძლებლობების განვითარებაზეა ორიენტირებული.
განხილვის თემები იყო ასევე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა, აშშ-საქართველოს მრავალეროვნული სწავლებები და შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციის პრაქტიკული იმპლემენტაციის პერსპექტივები.
შეხვედრის დასასრულს ჯუანშერ ბურჭულაძემ ლოიდ ოსტინს საქართველოს სახელით მადლობა გადაუხადა იმ უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული, წარმატებული და მზარდი თანამშრომლობისთვის, რაც საქართველოს, როგორც ალიანსის მომავალი წევრის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და ქვეყნის მდგრადობის განმტკიცებას ემსახურება.
წყარო : /www.ghn.ge/
წაკითხულია : 217
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24