პოლიტიკა
19.10.21 10:00
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი დიპლომატის, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის მეთიუ ბრაიზას განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება „პოლიტიზირებულ დაკავებად გამოიყურება და მთავრობას ძალიან ვნებს“.
როგორც ბრაიზამ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა, საქართველოს მთავრობამ, ნაცვლად იმისა, რომ პოლიტიკური კრიზისი დაემარცხებინა, ახალი კრიზისი შექმნა.
„სააკაშვილის დაპატიმრება საქართველოს მთავრობისთვის აბსოლუტური უბედურებაა. წინა არჩევნებზე საქართველოს გარეთ, ამერიკაშიც და ევროპაშიც, ხალხი თანხმდებოდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა. იმის ნაცვლად, რომ მთავრობას პოლარიზაცია და პოლიტიკური კრიზისი დაემარცხებინა, ახალი კრიზისი შექმნა, რომელმაც ის თავდაცვით პოზიციაში ჩააყენა. ვფიქრობ, ქართული პოლიტიკა კიდევ ერთ ძალიან, ძალიან ღრმა კრიზისშია“,- განაცხადა ბრაიზამ.
რაც შეეხება იმას, როგორ შეიძლება საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამოსვლა, ბრაიზა ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ დეესკალაციის გზები უნდა მონახოს.
„ჯადოსნური ჯოხი რომ გვქონდეს, კარგი იქნებოდა. ძალიან ვარ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით შეწუხებული. უნდა გამოინახოს დეესკალაციის გზები. ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი ციხეშია და გარდა შიმშილობისა, მას ბრძოლის სხვა მექანიზმი დარჩენილი არ აქვს. შიმშილობაზე სამუდამოდ ყოფნა არავის შეუძლია. სწორედ ეს არის შიმშილობის აზრი, რომ მთავრობა ზეწოლის ქვეშ მოაქციო. მე რომ საქართველოს მთავრობა ვიყო, დეესკალაციის გზების მონახვაზე ვიფიქრებდი. ამისთვის გზები არსებობს - ერთი ისაა, რომ ის ციხეში 6 წელი არ უნდა დატოვონ. ის დაუსწრებლად გაასამართლეს, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცესი სამართლიანი არ იყო. ერთი არჩევანი შეიძლება ის იყოს, რომ დაინიშნოს ნამდვილი სასამართლო იმ ბრალდებებზე, რომლებიც მას [სააკაშვილს] წაყენებული ჰქონდა. ახლა ის ხომ ქვეყანაშია, ციხეშია! იმედია, საქართველოს მთავრობა გადაწყვეტს, რომ კანონის უზენაესობას მიჰყვეს და მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ იქნება მიღებული, როგორც სამართლიანი - იყოს სამართლიანი ბრალის დამტკიცება ან გათავისუფლება“,- განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 361
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24