პოლიტიკა

"საჯარო მოხელეებს მოვუწოდებ, უკრაინის მოქალაქის მოწოდებებს არ დაუჯერონ" - პაპუაშვილი სააკაშვილზე

19.10.21 13:20


"ქართული ოცნების" დეპუტატი შალვა პაპუაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართვის საპასუხოდ ქართველ საჯარო მოხელეებს მოუწოდებს, "უკრაინის მოქალაქის მოწოდებებს არ დაუჯერონ".

 

პაპუაშვილის თქმით, ეს არის მაგალითი, თუ რა "აბსურდში ამყოფებს" "ნაციონალური მოძრაობა" ქართულ საზოგადოებას.

 

"ქართველ საჯარო მოხელეებს მოვუწოდებ, რომ უკრაინის მოქალაქის მოწოდებებს არ დაუჯერონ, ეს არის მგონი ყველაზე სწორი მოწოდება და ყველაზე ნათელი ახსნა, თუ რა აბსურდში ამყოფებს მიხეილ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" მთლიან ქართულ საზოგადოებას. უკრაინის მოქალაქე მოწოდებით მიმართავს ქართველ საჯარო მოხელეებს", - თქვა შალვა პაპუაშვილმა. 

 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა 18 ოქტომბერს ციხიდან კიდევ ერთი მიმართვა გაავრცელა, რომლითაც ის საჯარო მოხელეებს, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს, კომისიებში დასაქმებულ პედაგოგებსა და სამთავრობო მედიის წარმომადგენლებს მიმართავს.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 415


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები