პოლიტიკა

ანდრიუს კუბილიუსი სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმეებზე: ეს განსხვავებული ისტორიებია და მათ განსხვავებული მახასიათებლები აქვთ, მაგრამ ბრიუსელში, პირველ რიგში, საკითხი ეხება აღქმებს

20.10.21 12:00


როდესაც მე ვესაუბრე „ქართულ ოცნებას“, აღვნიშნე, რომ მათ ძალიან მალე მოუწევდათ მარტივი კითხვისთვის პასუხის გაცემა, როდესაც პოლიტიკოსები ბრიუსელში დაიწყებდნენ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ვითარების შედარებას იმასთან, რაც მოხდა უკრაინაში იანუკოვიჩის დროს ტიმოშენკოსთან მიმართებით. რა თქმა უნდა, სავარაუდოდ ეს განსხვავებული ისტორიებია და მათ განსხვავებული ლეგალური მახასიათებლები აქვთ, მაგრამ ბრიუსელში, პირველ რიგში, საკითხი ეხება აღქმებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა.

 

მან ასევე ისაუბრა საქართველოში პოლარიზაციისა და პოლიტიკური კრიზისის დასრულების აუცილებლობაზე.

 

„მოხარულები ვიქნებოდით, დაგვენახა, რომ პოლიტიკური კრიზისი საქართველოში დასრულებულია. პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ქართველ ხალხს ძალიან სურს, რომ შეუერთდეს ევროკავშირს და პოლიტიკოსებმა ეს უნდა უზრუნველყონ. ჩვენ ვისაუბრეთ გარკვეულ შუალედურ სტატუსზე, ეკონომიკურ ზონაში ინტეგრაციაზე, მაგრამ ეს მოითხოვს ძალიან ნათელ საბაზო პირობებს - დემოკრატიის ზრდასრულობასა და კანონის უზენაესობას. ერთიან ბაზარს არ შეუძლია მუშაობა კანონის უზენაესობის გარეშე ნებისმიერ ქვეყანაში, ეს ძალიან მარტივია. თქვენი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უნდა ენდობოდეს და პატივს სცემდეს ყველა დანარჩენი ქვეყანა, რომელიც შედის ერთიან ბაზარში და ამ დროისთვის ეს დიდი პრობლემაა საქართველოსთვის.

 

უკანასკნელი კვირების განმავლობაში მე მქონდა საუბარი ორივე მხარესთან, როგორც ოპოზიციის, ასევე მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან. ისინი ჩამოდიან ბრიუსელში და განმარტავენ ისტორიის მათ ნაწილს. როდესაც მე ვესაუბრე მმართველ პარტიას, აღვნიშნე, რომ მათ ძალიან მალე მოუწევდათ მარტივი კითხვისთვის პასუხის გაცემა, როდესაც პოლიტიკოსები ბრიუსელში დაიწყებდნენ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ვითარების შედარებას იმასთან, რაც მოხდა უკრაინაში იანუკოვიჩის დროს ტიმოშენკოსთან მიმართებით. რა თქმა უნდა, სავარაუდოდ ეს განსხვავებული ისტორიებია და მათ სხვადასხვა ლეგალური მახასიათებლები აქვთ, მაგრამ ბრიუსელში, პირველ რიგში, საკითხი ეხება აღქმებს”, - განაცხადა კუბილიუსმა.

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, მხარდამჭერები კი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 397


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები