პოლიტიკა
20.10.21 12:20
ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და ინსტიტუციური მშენებლობის დირექტორატის ხელმძღვანელი ლორენს მერედიტი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი იმერეთსა და აჭარასა ევროკავშირის მიერ განხორციელებულ პროექტებს დაათვალიერებენ.
რეგიონებში ვიზიტებისას ლორენს მერედიტი და კარლ ჰარცელი ეკონომიკისა და სოფლის განვითარებას, ბიზნესისა და მეწარმეობის მხარდაჭერას და გარემოს დაცვით თემებს განიხილავენ.
ევროკომისიის წარმომადგენლის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოში ხუთი ახალი პროექტი განხორციელდება.
„პროექტებიდან პირველი ეხება შავ ზღვას, სადაც განვიხილავთ კავშირების განვითარებას. რაც შეეხება ციფრულ წიგნიერებას, ჩვენ დავეხმარებით 1 000 სასოფლო თემს, მიიღოს წვდომა მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე, რათა დავრწმუნდეთ, რომ საქართველო მოჰყვება გლობალური ტექნოლოგიური ცვლილებების ტემპს და ამას აკეთებს ინკლუზიურად, მოქალაქეებს ორიენტირებული გზით. კიდევ ერთი პროექტი კი მცირე და საშუალო საწარმოებისა და ინოვაციურ განვითარებას ემსახურება, რის ფარგლებშიც, 80 000 მცირე და საშუალო საწარმოს დავეხმარებით, რათა მათ გამოიყენონ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის პოტენციალი. კიდევ ერთი პროექტი კი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. ევროკავშირის დახმარება საქართველოსთვის ორ საყრდენს ემყარება. ეს არის ინვესტიცია და მმართველობა. ჩვენი მხრიდან განხორციელებულ ინვესტიციებს თან უნდა სდევდეს მკაფიო პროგრესი სასამართლო რეფორმის, საჯარო მმართველობის რეფორმისა და ადამიანის უფლებათა სფეროში. ეს არის ევროკავშირის ძირითადი ღირებულებები და ჩვენ გვჯერა, რომ მმართველობის რეფორმები აუცილებელია, არა მხოლოდ საქართველოს დემოკრატიული დღის წესრიგის წინ წაწევისთვის, არამედ მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, თანაბარი საასპარეზო პირობების შესაქმნელად, ინვესტორების მოსაზიდად და საბოლოო ჯამში, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის სარგებლის მოსატანად. ჩვენ ვხედავთ, რომ არ არის თანასწორი განვითარება დიდ ქალაქებსა და რეგიონებს შორის, ხანდახან ეს არის ხუთჯერ და ათჯერ განსხვავებული, ამიტომ ჩვენ წავალთ იმერეთის გავლით აჭარაში, ვეწვევით ევროკავშირის ბენეფიციარებს, რათა განვიხილოთ სხვადასხვა პროექტი. მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები, საქართველო და ევროკავშირი ერთად უფრო ძლიერები არიან“, – განაცხადა ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და ინსტიტუციური მშენებლობის დირექტორატის ხელმძღვანელმა, ლორენს მერედიტმა.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 397
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0019.04.24
-
17:3719.04.24
-
17:0519.04.24
-
რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი უნდა შეჩერდეს, ამის საშუალებაა მკაცრი სანქციების დაწესება
16:4219.04.24
-
ლევან ხაბეიშვილი - პარლამენტი და პარლამენტარები ემსახურებიან რუს ოლიგარქს და არა ხალხს
16:2019.04.24
-
16:0019.04.24
-
15:3719.04.24
-
15:0519.04.24
-
14:4019.04.24
-
კახა კალაძე კელი დეგნანზე - ეს ადამიანი აგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს
14:1919.04.24
-
13:4719.04.24
-
ვახტანგ გომელაური - აქციაზე 40 პირი დავაკავეთ - პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოზე თავდასხმას
13:2519.04.24
-
13:0019.04.24
-
12:4019.04.24
-
საფრანგეთი უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში იჭრება - რაშია საშიშროება?
12:2019.04.24
-
12:0019.04.24
-
ნათია თურნავა მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდა
11:3919.04.24
-
11:1519.04.24
-
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა
10:5319.04.24
-
10:2319.04.24
-
10:0019.04.24
-
18:0018.04.24
-
სეს-ი ლაბორატორიული კვლევისთვის აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 500-მდე ნიმუშს აიღებს
17:4018.04.24
-
17:2018.04.24
-
თინა ბოკუჩავა - ხალხისა და პარტნიორების მოწოდებები უნდა შეისმინონ
16:5018.04.24
-
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა
16:1518.04.24
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
15:4418.04.24
-
15:2018.04.24
-
14:5918.04.24
-
14:2818.04.24
-
14:0018.04.24
-
13:3018.04.24
-
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
12:5518.04.24
-
12:3018.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის სტრატეგიაა, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში
11:4418.04.24
-
10:2718.04.24