პოლიტიკა

"თანახმა ვარ ექიმების მხრიდან მედიკამენტოზურ ჩარევაზე" - მიხეილ სააკაშვილი

20.10.21 13:00


საქართველოს მესამე  პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ექიმების მხრიდან მედიკამენტოზურ ჩარევაზე თანახმაა. სააკაშვილის წერილი, სადაც მესამე პრეზიდენტი აღნიშნულზე საუბრობს,    ჟურნალისტებს ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა გააცნო.

 

სააკაშვილი წერილში აღნიშნავს, რომ ვიდრე ის დაპატიმრებულია, საკვებს არცერთი ფორმით არ მიიღებს.

 

რაც შეეხება მის ჰოსპიტალიზაციას, როგორც საძაგლიშვილმა განმარტა, ამ გადაწყვეტილების მიღება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ მოხდება.

 

"სანამ დაპატიმრებული ვარ, საკვებს არ მივიღებ არცერთი ფორმით და მზად ვარ სიკვდილისთვისაც. ამავე დროს, მინდა საღი აზროვნება შემრჩეს ბოლომდე და შრომისუნარიანობა, ამიტომ თანახმა ვარ ექიმების მხრიდან მედიკამენტოზურ ჩარევაზე, რომელიც დამეხმარება გონზე ყოფნაში და თუნდაც ძალიან შეზღუდულად, მაგრამ მაინც მიმდინარე მოვლენებში მონაწილეობის მიღებაში, რათა სადამდეც შემეძლება, გამოვადგე საქართველოს.

 

ახლა საზოგადოება ძალიან მობილიზებულია მიუხედავად ჩემი პირადი მდგომარეობისა, როგორც არასდროს, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი", - თქვა საძაგლიშვილმა.


შეგახსენებთ, გუშინ, 19 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად ციხეში ექიმთა ჯგუფი იმყოფებოდა.

 

როგორც   ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ თქვა, მათ კონსილიუმის დოკუმენტები განიხილეს და პრევენციული ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია გასცეს.

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები