ეკონომიკა

თბილისის ბიუჯეტი 1 350 000 ლარით იზრდება

20.10.21 13:20


დედაქალაქის ბიუჯეტი მილიონ 350 ათასი ლარით იზრდება და მისი მოცულობა 1 228 326,9 ათას ლარს შეადგენს. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის გაზრდას მხარი დაუჭირეს. საკითხი საკრებულოს წევრებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარუდგინა. მან დეტალურად ისაუბრა იმ პროგრამებზე, რომელზეც გაზრდილი ბიუჯეტი გადანაწილდა.

 

დღევანდელ სხდომაზე თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა დეპუტატებს დაუსრულებელი მშენებლობების დასრულების მიზნით რამდენიმე კომპანიისთვის ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების საკითხები გააცნო. გარდა აღნიშნული საკითხებისა, საკრებულოს წევრებმა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული რამდენიმე მიწის ნაკვეთის გაცვლის ფორმით პრივატიზების საკითხები განიხილეს, რომლებიც სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა წარადგინა. დღესვე, წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა დედაქალაქის რამდენიმე რაიონში მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებას და მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემას მხარი დაუჭირეს.

 

დღევანდელ სხდომაზე „თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ თბილისის  საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებაში, ასევე „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელეს და სხვადასხვა მისამართებზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები დაამტკიცეს. საკითხი სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ოთარ ჩიტიძემ წარადგინა.

 

საკრებულოს ინფორმაციით, სსიპ ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ აბულაძემ საკრებულოს წევრებს თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და საფასურის დადგენის შესახებ საკრებულოს დადგენილების პროექტში შესატანი ცვლილებები, ასევე M3 კატეგორიის ავტობუსით უბილეთო მგზავრობისას, აგრეთვე ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანისას, საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის წესის დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილების პროექტში ცვლილებები გააცნო.

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 424


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები