პოლიტიკა

დავით სერგეენკო ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის დელეგაციას შეხვდა

20.10.21 13:40


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის სოციალური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე მილუშე ჰორსკას და მის თანმხლებ დელეგაციას შეხვდა.

 

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობაზე, მათ შორის, ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით კავშირების გაღრმავებაზე ისაუბრეს.

 

„დელეგაცია მაღალი დონის წარმომადგენლებით იყო ჩამოსული და მათი ძირითადი ინტერესის სფერო, გარდა ჩვენს ქვეყნებს შორის შესანიშნავი თანამშრომლობისა, იყო განსაკუთრებით ჯანდაცვის და სოციალური სფეროები. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილებები იმისთვის, რომ დავძლიოთ ასეთი მძიმე გამოწვევებით სავსე პერიოდი. ორივე მხრიდან იყო ძალიან ოპტიმისტური მზადყოფნა იმისთვის, რომ ჩვენი ისედაც კარგი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს და გაუმჯობესდეს“, - განაცხადა დავით სერგეენკომ შეხვედრის შემდეგ.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 406


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები