პოლიტიკა
20.10.21 14:00
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ტოივო კლაარს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.
მთავრობის მეთაურმა შეხვედრისას ირაკლი ბებუას და უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების გათავისუფლების უზრუნველსაყოფად საერთაშორისო ძალისხმევის გაძლიერების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
უწყების ცნობით, ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში ქმედითი, ხელშესახები შედეგების მიღწევის მნიშვნელობას. პოზიტიურად შეფასდა მოლაპარაკებების ბოლო, 54-ე რაუნდზე გადაუდებელ საკითხებზე სამუშაო ქვეჯგუფების შექმნის შესახებ მიღწეული შეთანხმება, რაც ხელს შეუწყობს კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებას.
აღინიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია, ხელშესახები შედეგები დადგეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების, დევნილთა დაბრუნების და გადაადგილების თავისუფლების საკითხებზე და ამ პროცესში თანათავმჯდომარეების როლი გადამწყვეტია.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა გალის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების განახლების აუცილებლობას და კიდევ ერთხელ დაადასტურა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიმართ საქართველოს მთავრობის ერთგულება.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის აქტიურ ნაბიჯებს დგამს და აქტიურად მუშაობს ერთიანი ეროვნული მიდგომის და ყოვლისმომცველი სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებაზე.
შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფისა და ნდობის აღდგენის მნიშვნელობას. პოზიტიურად შეფასდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრის მედიაციით მიღწეული შეთანხმება, რაც ხელს უწყობს დიალოგს და რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესებას.
პრემიერ-მინისტრი ტოივო კლაარს, ასევე, ესაუბრა ახალ სამშვიდობო პლატფორმაზე - "სამხრეთ კავკასიაში სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა", რომლითაც, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, ირაკლი ღარიბაშვილი გაეროში გამოვიდა და ხაზი გაუსვა ამ პროცესში ევროკავშირის მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 478
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24
-
15:1023.04.24
-
14:4523.04.24
-
თეა წულუკიანი ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
14:2623.04.24
-
14:0023.04.24
-
13:3523.04.24
-
13:1523.04.24
-
საქსტატი - 2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა
12:4823.04.24
-
ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
12:2723.04.24
-
11:4423.04.24
-
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა
11:1223.04.24
-
10:4023.04.24
-
10:0023.04.24
-
7:5623.04.24
-
18:0022.04.24
-
17:4022.04.24
-
17:2022.04.24
-
16:5722.04.24
-
ირაკლი კობახიძემ თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობა დააანონსა
16:2522.04.24
-
16:0522.04.24
-
მამუკა მდინარაძე -29 აპრილის სახალხო შეკრებაზე ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად იქნება, ეს მისი სურვილია
15:4322.04.24
-
სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტი აღიკვეთა
15:2222.04.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
14:5922.04.24
-
14:3022.04.24
-
14:0522.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ეროვნული მნიშვნელობის საკითხები დროულად იყოს განხილული
13:2522.04.24
-
სამინისტრო - ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით ახალი პროექტი იწყება
13:0022.04.24
-
მარიამ ქვრივიშვილი - 2024 წლის სამ თვეში საქართველომ უკვე მილიონ ტურისტს უმასპინძლა
12:3122.04.24
-
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს
12:0322.04.24
-
გურამ მაჭარაშვილი - სუვერენიტეტის შეზღუდვა სარწმუნოების გაქრობის ფონზე ხდება
11:3922.04.24
-
11:1522.04.24