პოლიტიკა
20.10.21 14:40
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის ახლადდანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას უმასპინძლა.
შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის ტრანსფორმაციის ფარგლებში განხორციელებული რეფორმები და პრიორიტეტები განიხილეს, ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს, მათ შორის, შავი ზღვის უსაფრთხოებასა და განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ინიციატივების განხორციელებას. შეხვედრაზე აღინიშნა ნატოს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ალიანსის პრაქტიკული დახმარების მნიშვნელობა, რაც ხელს უწყობს თავდაცვის რეფორმების ეფექტურად განხორციელებას და ნატო-სთან თავსებადობის გაძლიერებას. სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა განსაკუთრებით აღნიშნა ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ფასდაუდებელი წვლილი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ნატო-ს ეგიდით წარმოებულ მისიებში და საქართველოს მნიშვნელოვანი როლი ავღანეთიდან მოკავშირეებისთვის ტრანზიტისა და ევაკუაციის პროცესის წარმატებით უზრუნველყოფაში.
შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როზალია პუგლისი, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი ნორბერტ ჰესი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
ესპანელი დიპლომატი ხავიერ კოლომინა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად 2021 წლის სექტემბერში დაინიშნა. მანამდე ის ნატოში ესპანეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე იყო.
ხავიერ კოლომინამ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე თავისი წინამორბედი ჯეიმს აპატურაი შეცვალა.
წყარო : /www.ipress.ge/
წაკითხულია : 388
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0019.04.24
-
17:3719.04.24
-
17:0519.04.24
-
რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი უნდა შეჩერდეს, ამის საშუალებაა მკაცრი სანქციების დაწესება
16:4219.04.24
-
ლევან ხაბეიშვილი - პარლამენტი და პარლამენტარები ემსახურებიან რუს ოლიგარქს და არა ხალხს
16:2019.04.24
-
16:0019.04.24
-
15:3719.04.24
-
15:0519.04.24
-
14:4019.04.24
-
კახა კალაძე კელი დეგნანზე - ეს ადამიანი აგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს
14:1919.04.24
-
13:4719.04.24
-
ვახტანგ გომელაური - აქციაზე 40 პირი დავაკავეთ - პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოზე თავდასხმას
13:2519.04.24
-
13:0019.04.24
-
12:4019.04.24
-
საფრანგეთი უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში იჭრება - რაშია საშიშროება?
12:2019.04.24
-
12:0019.04.24
-
ნათია თურნავა მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდა
11:3919.04.24
-
11:1519.04.24
-
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა
10:5319.04.24
-
10:2319.04.24
-
10:0019.04.24
-
18:0018.04.24
-
სეს-ი ლაბორატორიული კვლევისთვის აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 500-მდე ნიმუშს აიღებს
17:4018.04.24
-
17:2018.04.24
-
თინა ბოკუჩავა - ხალხისა და პარტნიორების მოწოდებები უნდა შეისმინონ
16:5018.04.24
-
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა
16:1518.04.24
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
15:4418.04.24
-
15:2018.04.24
-
14:5918.04.24
-
14:2818.04.24
-
14:0018.04.24
-
13:3018.04.24
-
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
12:5518.04.24
-
12:3018.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის სტრატეგიაა, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში
11:4418.04.24
-
10:2718.04.24