პოლიტიკა

რომან გოცირიძე: დანაშაულია, რომ მთავრობა წინასაარჩევნოდ კოჭს უგორებს დაბნეულ თუ დაბნელებულ ათეულ ათასობით ანტივაქსერს

25.10.21 16:40


როცა ასეთ ვითარებაში, მთავრობა, რომლის სინდისზეცაა ათასობით ადამიანია გარდაცვალება, წინასაარჩევნოდ კოჭს უგორებს დაბნეულ თუ დაბნელებულ ათეულ ათასობით ანტივაქსერს, არის დანაშაული. – წერს სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი რომან გოცირიძე, რომელიც ქვეყანაში გაუარაესებულ ეპიდვითარებას ეხმიანება.

 

“ყველა შედარება შორეულ ისტორიულ მოვლენებთან, არის არარციონალური. ასეთი შედარებები მხოლოდ ემოციებს აღძრავს და მეტი არაფერი. თამარ მეფეს “კარავი (პარლამენტის მსგავსი ორგანო), რომ დაეშვა, თურმე დღეს უფრო წინ ვიქნებოდით დემოკრატიის კუთხით. გვსმენია, ხომ ასეთი და სხვა მსგავსი არასერიოზულ მოსაზრებები?

 

ასეთივე არაფრისმთქმელი შედარებაა, რასაც ახლა ვიტყვი, მაგრამ ემოციურად მაინც ხომ არის დამაფიქრებელი? კრწანისის ბრძოლისას, აღა-მაჰმად ხანის ქართლ-კახეთში ლაშქრობისას, დაიღუპა 6 850 ქართველი, კორონავირუსმა კი 10 000 საქართველოს მოქალაქე იმსხვერპლა. რამდენი ათასი მოკვდება მომავალ თვეებში, არაა ძნელი გამოსათვლელი.

 

როცა ასეთ ვითარებაში, მთავრობა, რომლის სინდისზეცაა ათასობით ადამიანია გარდაცვალება, წინასაარჩევნოდ კოჭს უგორებს დაბნეულ თუ დაბნელებულ ათეულ ათასობით ანტივაქსერს, არის დანაშაული. პრემიერ- მინისტრის გუშინდელი განცხადებაც არის დანაშაული. არა იმიტომ, რომ უარს ამბობს ევროპის უმეტეს ქვეყანაში დამკვიდრებულ პრაქტიკაზე, როცა ზოგიერთი პროფესიის ადამიანის( ექიმები, მასწავლებლები და ა. შ) აცრა არის სავალდებულო, არამედ იმიტომ, რომ ეს მესიჯი პირდაპირ იყო “ხმოსანი” ანტივაქსერბის მისამართით გაგზავნილი.
სიბნელე კლავს, ისევე როგორც კლავს ცუდი მთავრობაც.” – წერს რომან გოცირიძე.

 

 

 

წყარო :  /www.ipress.ge/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები