პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი: ევროსაბჭოს ახალგაზრდობის სტრატეგიის შემუშავება საქართველოს აქტიური მონაწილეობით განხორციელდა

26.10.21 11:00


ლისაბონში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრი თამარ ტალიაშვილი მონაწილეობს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის ქვეკომიტეტის სხდომაზე.

 

სიტყვით გამოსვლისას თამარ ტალიაშვილმა ისაუბრა საქართველოში ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარებაზე, ევროპის საბჭოს ახალგაზრდობის სტრატეგიისა და ახალგაზრდების წინაშე მდგარი COVID პანდემიით გამოწვეული საგანმანათლებლო და დასაქმების სირთულეების შესახებ.

 

„ევროპის საბჭოს ახალგაზრდობის სტრატეგია ასახავს იმ ძირითად მიმართულებებსა და სვამს იმ არსებით აქცენტებს რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია პანდემიით გამოწვეული კრიზისების გადალახვისათვის როგორც უშუალოდ ახალგაზრდებისათვის, ისე მთელი საზოგადოებისათვის. ამაყი ვარ იმით, რომ სტრატეგიის შემუშავება განხორციელდა საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში და საქართველოს აქტიური მონაწილეობით“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

 

დისკუსიის დროს ხაზი გაესვა თამარ ტალიაშვილის მიერ ინიცირებული ევროპის საბჭოს რეზოლუციის პროექტის „ახალგაზრდობა და მედია“ მნიშვნელობას მედია თავისუფლებისა და ახალგაზრდების ჩართულობის კუთხით.

 

სხდომაზე კომიტეტის წევრების გარდა მონაწილეობას იღებდნენ ევროსაბჭოსა და ევროკავშირის მოწვეული ექსპერტები და პორტუგალიის პარლამენტის ვიცეპრეზიდენტი ანტონიო ფილიპე.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები