პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ხვალ, 27 ოქტომბერს შევიკრიბოთ თავისუფლების მოედანზე და გამარჯვება ბოლომდე მივიყვანოთ

26.10.21 12:20


“ქართული ოცნების” საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი მმართველი გუნდის მხარდამჭერებს მოუწოდებს, ხვალ დაანონსებულ აქციას შეუერთდნენ და 2 ოქტომბრის არჩევნებზე მოპოვებული გამარჯვება ბოლომდე მიიყვანონ”, – ამის შესახებ პაპუაშვილმა “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პაპუაშვილის განმარტებით, ქართველ ხალხს სურს სტაბილური და ეროვნულ ღირებულებებზს დაფუძნებული განვითარება, სწორედ ამიტომ უჭერენ მხარს სახელისუფლებო პარტიას.

 

“ქართველ ხალხს არ უნდა ქაოსი, რადიკალური პოლიტიკური დღის წესრიგი და წარსულში დაბრუნება, არამედ მშვიდობიანი, პროგრესზე ორიენტირებული და ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული განვითარება.


ამიტომ, მოვუწოდებ ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეროვნული ღირებულებები, ღირსება, თავისუფლება, მშვიდობა და განვითარება შევიკრიბოთ ხვალ, 27 ოქტომბერს 17:00 სთ-ზე თავისუფლების მოედანზე და გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

წყარო :  /www.kvira.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები