ანალიტიკა

სეპარატისტებს - ყაჩაღებს არ სჭირდებათ საკუთარი ისტორია

29.10.21 14:20


სოხუმის სეპარატისტთა ე.წ „საგარეო მინისტრმა“ დაურ კოვემ ცოტა ხნის წინ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მორიგი ანტიქართული ოპუსი გაავრცელა.

მოგეხსენებათ  აფხაზი სეპარატისტები, რომლებმაც დაბომბეს და გადაწვეს სოხუმი, ყოველგვარ ნგრევასა და ხანძარს უშუალოდ „ქართველ ოკუპანტებს“ მიაწერენ. მიუხედავად იმისა, რომ ქართველებმა ყველაფერი გააკეთეს თავიანთი ქალაქი გამანადგურებელი ხანძრისგან დაეცვათ.

 

ასე მოხდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო არქივის შემთხვევაშიც. მას ცეცხლი წაუკიდეს, როცა გუდაუთაში სანგრებში ჩამალულმა სეპარატისტებმა დივერსია დაიწყეს საქართველოს მიერ კონტროლირებადი სოხუმის წინააღმდეგ. დაურ კოვე იხსენებს:

 

„1992 წლის 22 ოქტომბერს დაიფერფლა ჩვენი ისტორია. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ამ დღეს საქართველოს სახელმწიფო საბჭოს ჯარისკაცებმა შეგნებულად დაწვეს ჩვენი სახელმწიფო არქივი. ეს იყო მორიგი შურისძიება აფხაზებზე, რომლებიც   დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ. 176 ათასი არტეფაქტი, წიგნების, ჩანაწერებისა და ფოტოების ჩათლით. და ეს უბრალოდ მონაცემები არ არის. ამ დანაშაულმა მატერიალური და უზარმაზარი მორალური ზიანი მოგვაყენა, რომელიც ვერანაირ მატერიალურ აღრიცხვაში ვერ ჯდება. ჩვენ წარსულთან დავკარგეთ კავშირები. ამგვარი სისასტიკის ფაქტის დავიწყება დაუშვებელია.  და ეს არის საქართველოს გადაუხდელი ვალის მნიშვნელოვანი მუხლი აფხაზი ხალხის წინაშე.

 

ყოველივე ეს მოითხოვს შემდგომ დაწვრილებით კვლევას საარქივო წყაროების ფართო სპექტრზე, თვითმხილველთა მოგონებებზე, პერიოდულ გამოცემებსა და ა.შ. დაყრდნობით".

 

აფხაზი სეპარატისტები მაშინვე შეუდგნენ აღნიშნული პოსტის კომენტირებას და საქართველო დაადანაშაულეს „გენოციდში“, „აფხაზური ეროვნული მეხსიერების განადგურებაში“ და ა.შ. ამ პოსტზე  კომენტარი ასევე გააკეთა სეპარატისტების ცნობილმა მხარდამჭერმა ალექსანდრე ორლოვ-კრეჩმერმა: „ჩემთვის ეს პირადი ტრაგედია იყო. მე, როგორც ქალაქის ხელმძღვანელი, წინა ხანძრის შემდეგ ყოველ დღე ვაკონტროლებდი რეკონსტრუქციის პროცესებს. როგორც საქალაქო კომიტეტის მდივანი, მე წარმოვადგენდი ახალ ხელმძღვანელს, ვ.არძინბას და რესპუბლიკაში მეცნიერების განვითარების იმედი მქონდა. როგორც მეცნიერი, შესანიშნავად ვაცნობიერებდი დამწვარი არქივის მნიშვნელობასა და ტრაგედიის მასშტაბებს. ხოლო როგორც კოლექციონერი, საკუთარ თავს მივეცი იმის პირობა, რომ შეძლებისდაგვარად აღვადგენდი დაკარგულს. შედეგი კი ასეთია: დღეს ჩემს ხელთაა  ყველაზე ვრცელი აფხაზოთეკა ბუკინისტური იშვიათობებიდან... რომელიც სრულიად არავის აინტერესებს აფხაზეთში. ძვირფასო დაურ, კმაყოფილი ბრძანდებით ჩემი მოგონებებით?"

 

გამოდის, რომ თურმე მათივე საკუთრებაში არსებული აფხაზური დოკუმენტები და არტეფაქტები, რაც მათ არქივიდან შეაგროვეს და გადაარჩინეს, საჩუქრადაც არავის სჭირდება სეპარატისტულ აფხაზეთში. არავის. მათ შორის,  არქივის ბედიღბლით ყველაზე „დაინტერესებულ“ დაურ კოვესაც კი. მას ინტერესიც კი არ გამოუვლენია შეესწავლა ის, რაც ორლოვ-კრეჩმერმა შემოინახა. მსგავსად სხვა სეპარატისტი -„პატრიოტებისა“, რომლებიც ქართველებს „კულტურულ გენოციდში“ ადანაშაულებდნენ.

 

 ეს არც არის გასაკვირი. მოგეხსენებათ, სოხუმის ძარცვის დროს მძარცველები ქართული სახლებიდან ყველაფერს ეზიდებოდნენ: ავეჯს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას, ტანსაცმელს და ათასგვარ უსარგებლო ნივთსაც კი. აი, რასაც ისინი ჩვეულებრივ ყრიდნენ, როგორც უსარგებლო ნივთებს - ეს არის წიგნები.

 

სხვათა შორის, ყველასათვის ცნობილია კადრები, თუ როგორ დატოვეს სომეხმა ოკუპანტებმა და ყაჩაღებმა აზერბაიჯანული ყელბაჯარი. იმდროინდელი ვიდეოქრონიკები ბლომადაა შემონახული. იქ აღბეჭდილია, თუ როგორ წვავენ მძარცველები აზერბაიჯანულ სახლებს, როგორ გააქვთ ყველაფერი, რისი წაღებაც შეიძლება - სახურავები, შეშად დაჩეხილი ხეხილი, თუნდაც უნიტაზები. ამ კადრებში  შეუძლებელია იპოვოთ მხოლოდ ერთი რამ – როგორ გამოაქვს სახლებიდან წიგნები ამ „უძველესი კულტურის მატარებელ" ხალხს, თუნდაც სომხური.

 

უნიტაზის რაობა პრიმიტიული რეფლექსების მქონე ყაჩაღისთვის გასაგებია. აი, წიგნი კი მისთვის, საუკეთესო შემთხვევაში, მასალაა, რომლითაც ცეცხლს წაუკიდებს მიტოვებულ „ნადავლ“ სახლს.

 

მოროდიორი და კულტურა სრულიად შეუთავსებელი ცნებებია. და ორლოვი კი გულუბრყვილოდ ფიქრობდა, რომ „დამოუკიდებლობის“ მოპოვების შემდეგ ძმათამკვლელები და მძარცველები "დაინტერესდებოდნენ" საკუთარი ისტორიითა და კულტურით. მათ ეს არაფერში სჭირდებათ. დიდი ალბათობით, აფხაზეთის სახელმწიფო არქივები თავად აფხაზმა სეპარატისტებმა დაწვეს, რადგან ისტორიული სიმართლე ერეოდა მითებს „საქართველოს მიერ აფხაზთა ჩაგვრის“ შესახებ.

 

მაგრამ ალექსანდრე ორლოვ-კრეჩმერმა ხომ, სავარაუდოდ შეაგროვა ზუსტად ის დოკუმენტები და არტეფაქტები, რომლებიც ყოველ შემთხვევაში აშკარად არ ეწინააღმდეგება სეპარატისტულ მითებს. ისეთები, რომელთა საფუძველზეც მათ შეეძლოთ გაეგრძელებინათ თავიანთი „ისტორიის“ შეთხზვა. თუმცა, ამისთვის უნდა შეეძლოთ წაკითხვა, ანალიზი, ფიქრი, დოკუმენტებთან მუშაობა. და სეპარატისტებს ეს რაში სჭირდებათ?

 

სეპარატისტულ „ელიტას“ მხოლოდ „მტაცებლის რეფლექსი“ გააჩნია - წართმევა, მოპარვა, მითვისება, ძარცვა. უცნობია, ბოლოს როდის წაიკითხეს სეპარატისტებმა წიგნები, განსაკუთრებით აფხაზურ ენაზე. სეპარატისტების მიერ გახრწნილ, ნორმალურ განათლებასა და ცხოვრების პერსპექტივას მოკლებულ ახალგაზრდობას მით უფრო არ აინტერესებს ასეთი სერიოზული საკითხები, განსაკუთრებით ნარკოტიკებზე "შემჯდარ" ან დანაშაულში ჩათრეულ უბედურ ახალგაზრდა აფხაზებს.

 

ანუ, სეპარატისტული რეჟიმის დეგრადაცია, თუნდაც საკუთარი ისტორიით დაინტერესების თვალსაზრისით, სრულიად აშკარაა. თუ, რა თქმა უნდა, არ არსებობს ქართველოფობიის სპეკულაციურად გაბუქების შესაძლებლობა.

 

 

 

Kavkazplus

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები