ეკონომიკა

იანვარ-სექტემბერში საერთაშორისო მოგზაურებიდან საქართველომ 866 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო

08.11.21 13:20


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის სექტემბრის მდგომარეობით საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალი 161 862 751 აშშ დოლარს შეადგენს (ზრდა +933%), რაც 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 146 187 024 დოლარით მეტია. 2019 წლის სექტემბერთან შედარებით კი, კლება -156 770 174 დოლარს შეადგენს (კლება -49%).

 

ამავე ცნობით, 2021 წლის იანვარი-სექტემბრის შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 865 654 831 დოლარს, რაც 366 579 535 მეტია 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (ზრდა +73%).

 

2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი -1 717 184 741 დოლარით ნაკლებია (კლება -66%).

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები