ანალიტიკა

აფხაზეთის ახალი "პატრონები" და ვეტერან სეპარატისტთა "რევოლუცია".

08.11.21 14:40


სეპარატისტული აფხაზეთი ნამდვილად უნიკალური ფსევდო- „სახელმწიფო“ ერთეულია, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ ჰყავს. აქ მთელი უახლესი ისტორია 1992-1993 წლების სეპარატისტული ომის გარშემოა ორიენტირებული. თითქოს არც 1992-1993 წლამდე და არც მას შემდეგ აქ სხვა მოვლენები არ მომხდარიყო. ასევე, სოხუმის რეჟიმი მთელი ამ წლების განმავლობაში ეწეოდა სეპარატისტი ბოევიკების განდიდებას. მათ შორის მკვლელები და მოროდიორები, რომლებმაც აჩვენეს თავიანთი სრული უუნარობა ნაყოფიერი შრომისა და ნორმალური ცხოვრების მშვიდობიან პერიოდში.

 

და მიუხედავად იმისა, რომ ყველა სეპარატისტი-ბოევიკი  "გმირად" შეირაცხა, მათ შორის განხეთქილება მოხდა. მოროდიორთა ნაწილი არც თუ ურიგოდ მოეწყვნენ სეპარატისტულ მთავრობაში და ამჟამად ართმევს რუსეთიდან გამოგზავნილ ფინანსურ დახმარებას და ასევე ძარცვავს რისი გაძარცვაც გაღატაკებულ აფხაზეთშია შესაძლებელი. ყოფილი სეპარატისტი მებრძოლებისა და მარაუდების უმეტესობა მოხსნეს ხელისუფლებაში და სიღარიბეშია ჩაფლული. ის, რაც მათ ომის შემდეგ უმალვე "მიიტაცეს", "ნაალაფევი" სახლების გარდა, დიდი ხანია დამპალი, გატეხილი, გაფლანგულია და ა.შ.

 

ამგვარად, სახეზეა აშკარა კონფლიქტი იღბლიან მოროდიორ-სეპარატისტებსა და ხელისუფლებას ჩამოშორებულებს შორის. ეს უკანასკნელნი მრავლად არიან და ისინი გაერთიანებულნი არიან ყველა სახის „ვეტერან“ ორგანიზაციებში.

 

პრინციპში, აფხაზურ სეპარატისტულ ფსევდო „სახელმწიფოს“ უკვე „ლიკვიდაცია მიუსაჯეს“. უკვე აღარ არის დაფარული, რომ საბოლოო მიზანი რუსეთის ფედერაციის მხრიდან მისი ანექსიაა. სწორედ ამიტომ ხდება სეპარატისტული კანონმდებლობის „ჰარმონიზაცია“ რუსულთან. და აქ რაღაც უნდა მოუხერხონ  ვეტერან სეპარატისტებს. მეტიც, მათ ხელში „სახალხო მასებია“  და შვილებს ძირითადად სისხლის სამართლებრივ -კრიმინალური სულისკვეთებით ზრდიდნენ და შრომას არ ასწავლიდნენ. ისინი კლანებად არიან გაერთიანებულნი, რომლებიც უკმაყოფილონი არიან იმით, რომ მოხსნეს სახელისუფლებო თანამდებობებიდან, სხვა მოროდიორები კი უფრო წარმატებულად ვითარდებიან საკუთარ კლანებში.

 

რეალურად, სეპარატისტული აფხაზეთი თანდათან გადადის სომეხი ჩამოსახლებულების ხელში, რომლებიც გულისფანცქალით  ელოდებიან სეპარატისტული აფხაზეთის კანონმდებლობის ე.წ. ჰარმონიზაციას ამ ტერიტორიის დამპყრობელ რუსეთის კანონმდებლობასთან. მწვავედ დგას ყოფილი სეპარატისტი ბოევიკების „ნეიტრალიზაციის“ საკითხი. სომეხ ნაციონალისტებს სულაც არ სურთ თავად "გაისვარონ ხელები" ხელისუფლებისგან  გამწარებულ და უკმაყოფილო მოროდიორებზე და მათთვის ხელსაყრელი იქნებოდა, რომ სეპარატისტული ხელისუფლება ამ მოუსვენარ საზოგადოებას, საჭიროების შემთხვევაში, რუსული საოკუპაციო ჯარებისა და სპეცსამსახურების ჩარევით მოპყრობოდა. ამიტომ, კონფლიქტი სეპარატისტულ ხელისუფლებასა და ე.წ. ვეტერანებს შორის გარდაუვალი იყო.

 

კონფლიქტის გამწვავებისთვის მხოლოდ საბაბი იყო საჭირო.  ის გამოჩნდა კიდეც სროლისა და დაპირისპირების შემდეგ  სეპარატისტების გამარჯვებისა  და მათი მხრიდან აფხაზეთის ტერიტორიის დიდ ნაწილზე კონტროლის დამყარების მორიგ წლისთავზე, 30 სექტემბერს გამართულ ზეიმზე. სოხუმში სროლაში მონაწილეობდნენ სეპარატისტული პარლამენტის წევრი გარი კოკაია, სეპარატისტი პოლიციის თანამშრომლები და ვეტერან სეპარატისტთა ჯგუფი.

 

ვეტერანებმა მაშინვე მოითხოვეს სეპარატისტული შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის, დიმიტრი დბარის გადადგომა და მას დროებით დაატოვებინეს თანამდებობა, მაგრამ შემდეგ სეპარატისტმა „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ იგი სამსახურში დააბრუნა. საპასუხოდ ე.წ. სეპარატისტ „ვეტერანთა საბჭომ“ 4 ნოემბერს საპროტესტო აქცია გამართა დიმიტრი დბარის გადადგომის მოთხოვნით.

 

მმართველმა ელიტამ კარგად იცის, რომ  ვეტერანი სეპარატისტებისათვის დათმობა, რომელთაც უკვე იგემეს „მაიდანის ჩატარების გემო“, რომლებმაც ფაქტობრივად უკვე ორჯერ ჩამოაგდეს სეპარატისტი პრეზიდენტები,  მათ მადას კიდევ უფრო გააღვივებს. ამიტომ, ჯერჯერობით ასლან ბჟანიამ გადაწყვიტა, ჯერ ერთი, არ დაემორჩილოს ვეტერანთა ულტიმატუმებს და დატოვოს დბარი სეპარატისტული შსს-ს პოსტზე და მეორეც  განაგრძოს დიალოგი მომიტინგეებთან.

 

2021 წლის 4 ნოემბრის საღამოს სოხუმში გაიმართა ვეტერან სეპარატისტთა აქცია, რომელზეც გაჟღერდა არა მხოლოდ შსს-ს, არამედ თავად ბჟანიას გადადგომის მოთხოვნაც. სეპარატისტული „პრეზიდენტი“ აქციის მონაწილეების წინაშე „შეგონებით“ გამოვიდა.

 

 თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ „სარევოლუციოდ“ განწყობილი ყოფილი სეპარატისტი მებრძოლების „მშვიდობიან ჩარჩოებში“ შენახვა დიდი ხნით შეუძლებელი იქნება. აქციის მონაწილეებს ჯერ არ ჰყავთ სეპარატისტების ლიდერების „მზა კანდიდატები“ და ეს ერთი შეხედვით გარკვეულწილად უცნაურია.

 

2014 წელს აფხაზურ-სეპარატისტული პირველი „მაიდანის“ დროს „პრეზიდენტის“ ალექსანდრე აკვამბას წინააღმდეგ, რომელიც იმავე ვეტერანებმა მოაწყვეს, სეპარატისტული „პრეზიდენტობის“ მზა კანდიდატი გახლდათ კრემლის დიდი ხნის მარიონეტი - რაულ ხაჯიმბა. როდესაც თავად ხაჯიმბა 2019 წელს მორიგმა „ვეტერანულმა მეიდანმა“ ჩამოაგდო, ბჟანია ერთგვარი „იმედის სიმბოლო“ იყო. ახლა მასთან მიმართებაშიც გაუცრუვდათ იმედები  "ვეტერანებს" .

 

სეპარატისტული მეიდანისთვის მხოლოდ ვეტერანების გამარჯვება და მათი განწყობები საკმარისი არ არის. საჭიროა „მმართველი ძალა“, რომლის როლიც სომხურმა ლობმა ითამაშა სოხუმის ორი წინა „მაიდანის“ დროს.

 

2014 წლის სოხუმის მეიდანზე სომეხი ნაციონალისტები უკმაყოფილო იყვნენ იმით, რომ ალექსანდრე აკვამბმა გალის რაიონში მცხოვრებ ქართველებს სეპარატისტული პასპორტები გადასცა. აფხაზეთში „ქართველი ძმების“  სრული უუფლებობა  იყო მაშინ სომეხი მარიონეტების მთავარი მიზანი და ხაჯიმბამ ეს უზრუნველყო ეთნიკური ნიშნით ადამიანების სეპარატისტული პასპორტების გაუქმებით, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ქართველები იყვნენ. მაგრამ ის არ ჩქარობდა სომეხი ჩამოსახლებულებისთვის მიწისა და უძრავი ქონების განაწილების ორგანიზებას. ამიტომ მორიგი „მეიდანი“ მოეწყო და ამჯერად სოჭელი სომხების კრიმინალური ავტორიტეტები სეპარატისტული „პრეზიდენტის“ სავარძელის დასაკავებლად  ასლან ბჟანიას ამზადებდნენ.

 

სომხური ლობი ჯერჯერობით  არ გამოხატავს იმედგაცრუებას ბჟანიასთან მიმართებაში. სომხები სომხეთიდან და "არწახიდან"  მასობრივად ჩადიან აფხაზეთში და აქ უხმაუროდ იკიდებენ ფეხს, ელოდებიან კანონმდებლობის "ჰარმონიზაციას", სეპარატისტულ ფსევდო "სახელმწიფოებრიობას" ანადგურებენ და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. მეტიც, სეპარატისტულ ოპოზიციას ჯერ არ ჰყავს ალტერნატიული ფიგურა, რომლის ირგვლივ გაერთიანება შეუძლია.

 

ამიტომ, ამჟამინდელი სოხუმის „მეიდანის“ წარმატების შანსები მცირეა. უფრო სავარაუდოა, რომ მოხდეს არეულობის ხელოვნური გაღვივება. და ამ არეულობებს გამოიყენებს სეპარატისტული ხელისუფლება და მათი კრემლის კურატორები, რათა საბოლოოდ გადაწყდეს „გმირ-სეპარატისტთა“ საკითხი.

 

აღსანიშნავია, რომ ვეტერანი სეპარატისტებს უკვე აღარ მოსდგამთ ის ძალა, ჯანმრთელობა და მებრძოლი სული. მათ შორის უფრო და უფრო მეტი წინააღმდეგობაა და ნაკლებია ფინანსური შესაძლებლობები. და რაც მთავარია, სპონსორები ჯერ არ ჩანს. ამიტომ, დღეს წარმატებული „რევოლუციის“ ალბათობა უფრო დაბალია, ვიდრე 2014 ან 2019 წლებში.

 

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ „რევოლუციონერებს“ - სეპარატისტებს შეუძლიათ არეულობის პროვოცირება მოახდინონ მათ მიერ, ვისაც სურს მათთან საბოლოოდ გამკლავება სეპარატისტული ხელისუფლებისა და ოკუპანტების ხელით. და ეს არის, უპირველეს ყოვლისა, „მესამე ძალა“, რომელიც სეპარატისტულ აფხაზეთში პირველ ძალად იქცა რიგითი სომეხი ნაციონალისტების სახით.

 

მათ უახლოეს მომავალში მოუწევთ სეპარატისტული მარიონეტების თუნდაც ფორმალური ძალაუფლების აღმოფხვრა, ისევე როგორც ყველა პრივილეგიის სრული განადგურება, როგორც ვეტერანთა, ასევე ტიტულოვანი აფხაზი ეროვნებისა სეპარატისტულ ტერიტორიაზე. ამისთვის კი, სხვადასხვა სეპარატისტულ ჯგუფებს შორის შიდა არეულობის პროვოცირებაზე უკეთეს სცენარს ვერავინ მოიფიქრებს.

 

ასე რომ, დიდი ალბათობით, სახეზეა აფხაზური სეპარატისტული „სახელმწიფოებრიობის“ არსებობის „ფინალური აკორდი“. მას შემდეგ, რაც რუსული სპეცსამსახურები დაამშვიდებენ არეულობას სეპარატისტულ აფხაზეთში (და უდავოა, რომ ეს ადრე თუ გვიან მოხდება, რადგან სეპარატისტთა და დამპყრობლების ძალები არათანაბარია), აფხაზებს უკვე აღარ ეცლებათ "რევოლუციებისთვის". ისინი, ვინც უკვე მოვიდნენ სეპარატისტულ ტერიტორიაზე ეკონომიკაში და აქ უმრავლესობად იქცნენ, სომხურ ლობიზე დამოკიდებული კრემლის ხელიდან მიიღებენ რეალურ ძალაუფლებას „მცირე ზღვისპირა სომხეთში“. ამას მხოლოდ ერთი ალტერნატივა აქვს: აფხაზთა და ქართველთა შერიგება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა -  მხოლოდ ეს თუ უზრუნველყოფს აფხაზური ეთნოსის შენარჩუნებას.

 

 

Kavkazplus

წაკითხულია : 523


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები