ეკონომიკა
10.11.21 17:00
„ქართული ღვინის ფორუმის" ფარგლებში, ქალაქ ბოსტონში, დეგუსტაცია-სემინარი „Amber Wine Festival in Boston" ღვინის პროფესიონალებისთვის, ხოლო ქალაქ ფილადელფიაში, ქართული ღვინის დეგუსტაცია ადგილობრივი დისტრიბუტორების, იმპორტიორების, სარესტორნო ქსელებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ჩატარდა.
ფორუმის დასკვნითი ღონისძიებას წარმოადგენდა კონფერენცია, რომელიც 9 ნოემბერს პენსილვანიის უნივერსიტეტში გაიმართა. კონფერენცია ქართული ღვინის კულტურასა და ისტორიას, მეღვინეობის სექტორში პანდემიით შექმნილ ახალი გამოწვევებს, აშშ-ის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია-რეალიზაციის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმებს მიეძღვნა.
კონფერენციაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს ღვინის ინდუსტრიის მიმოხილვა ონლაინ ფორმატში წარადგინა.
ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე და ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს პრეზიდენტი მამუკა წერეთელი მიესალმნენ.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ, პენსილვანიის უნივერსიტეტის მუზეუმის პროფესორმა, პატრიკ მაკგოვერნმა (PATRICK MCGOVERN), ტორონტოს უნივერსიტეტის მკვლევარმა, სტეფენ ბატიუკმა (STEPHEN BATIUK) და სხვებმა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს ორგანიზებით, „ქართული ღვინის ფორუმი" მეოთხედ ჩატარდა. პირველ ფორუმს, 2018 წელს, ვაშინგტონმა, 2019 წელს კი, ბოსტონმა, ჰარვარდის უნივერსიტეტის ბაზაზე უმასპინძლა; გასულ წელს, COVID-19-ის პანდემიის გამო, ღონისძიება ონლაინ-ფორმატში გაიმართა. ფორუმი, ტრადიციულად, მოიცავს სამეცნიერო კონფერენციას, რომლის ფარგლებშიც, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერ-მკვლევარები ქართული ვაზის კულტურასა და ისტორიასთან დაკავშირებულ სამეცნიერო კვლევებს წარადგენენ და განიხილავენ.
ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიება, მათ შორის, „ქართული ღვინის ფორუმი" იმართება.
აღნიშნულმა ღონისძიებებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ბოლო 6 წლის განმავლობაში ამერიკის ღვინის ბაზარზე გაყიდვების სტაბილურ ზრდას. რაც შეეხება მიმდინარე სტატისტიკურ მონაცემებს, 2021 წლის 10 თვეში, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 881 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 10%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
წყარო : /www.ghn.ge/
წაკითხულია : 352
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24