ანალიტიკა

"ჯავახკელი" სეპარატისტები ყარაბაღში ახალი ომის გაჩაღებაზე ოცნებობენ

12.11.21 10:45


მოგეხსენებათ, სომეხი ნაციონალისტები და სეპარატისტები საქართველოს რეგიონიდან - სამცხე-ჯავხეთიდან, დიდი ხანია ოცნებობენ  „ყარაბაღის სცენარის“ გამეორებაზე ამ ქართულ რეგიონში. თუმცა ზოგადად თუ ყარაბაღელი სომხებისთვის სიკეთე, რომ ნდომებოდათ პირიქით ისურვებდნენ  აზერბაიჯანში იგივე მდგომარეობაში ყოფნას, რომელშიც საქართველოში სამცხე-ჯავახეთის სომხები იმყოფებიან.

 

თავად განსაჯეთ: სამცხე-ჯავახეთის სომხები საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქეები არიან. თავიანთ რეგიონში მუშაობენ და მსახურობენ ყველა სახელმწიფო და მუნიციპალურ სტრუქტურაში, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები არიან სომხები, სამცხე-ჯავახეთელი  სომეხი ეროვნების დეპუტატები მუშაობენ საქართველოს პარლამენტში, ფუნქციონირებს სომხური სკოლები და საბავშვო ბაღები, არის მედია სომხურ ენაზე.

 

 მართალია, სამცხე-ჯავხეთის რეგიონი შედარებით ღარიბია მაღალმთიანი მდებარეობისა და მკაცრი კლიმატის გამო, მაგრამ საქართველოს სხვა მაღალმთიანი რეგიონები, რომლებიც ეთნიკურად ქართველებითაა დასახლებული, სულაც არ არის უფრო მდიდარი და იქ ბევრად მეტი  ღარიბია, ვიდრე სომხებით დასახლებულ ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონებში. გარდა ამისა საქართველოს მთავრობა მაღალმთიანი რეგიონების მაცხოვრებლებს, განურჩევლად ეროვნებისა სერიოზულ შეღავათებს აძლევს უხდიან გაზრდილ პენსიებსა და შემწეობებს, ბევრი ბეგარა  და გადასახადი უფრო დაბალია და ა.შ.

 

საკითხავია, რამ შეუშალა ხელი ყარაბაღის სომხებსაც მშვიდობიანად ეცხოვრათ აზერბაიჯანში? და ისინი დიდი ალბათობით „ჯავახკ“ სომხებზე უფრო მდიდრულად იცხოვრებდნენ. ყარაბაღი ხომ ძირითადად არ არის ისეთი მაღალმთიანი ტერიტორია, როგორც სამცხე-ჯავახეთის სომხებით დასახლებული რაიონები, აქ გაცილებით თბილა და უკეთესი ბუნებრივი პირობებიცაა.

 

ამიტომ, კეთილგონიერი სომეხი სამცხე-ჯავახეთიდან, ლოგიკურად ურჩევდა ყარაბაღელ სომხებს  „მიაცუმისა“ და „აწახის“ დავიწყებას, მშვიდობის დამყარებას აზერბაიჯანელ ხალხთან და ერთიან აზერბაიჯანში ცხოვრებას. მაგრამ სამწუხაროდ სეპარატისტული მედია ერევნელ სომეხ ნაციონალისტებთან ერთად, პირიქით ყარაბაღში ომის ხელახლა გაღვივებას ცდილობს. მაგალითად, აშკარად ასე იქცევა JAMnews, რომელიც ცნობილია თავისი სეპარატისტული განწყობებით, სტატიაში „როგორ ჩაიარა  ომის შემდგომმა წელიწადმა სომხეთში: ანალიზი, დასკვნები, მოლოდინები“.

 

კერძოდ, სტატიაში მოყვანილია ერევნელი პოლიტოლოგის გარიკ კერიანის მოსაზრება:

 

„... აზერბაიჯანმა თავისთვის  პრობლემების მხოლოდ ნაწილი გადაჭრა - სამხედრო გზით მოიპოვა კონტროლი მთიანი ყარაბაღის ირგვლივ განლაგებულ შვიდ რეგიონზე [ყარაბაღის პირველი ომის შედეგების შემდეგ ისინი სომხური მხარის კონტროლის ქვეშ იყვნენ - JAMnews].

 

მაგრამ ეს ბაქოსთვის დიდ მიღწევად ვერ ჩაითვლება, ვინაიდან მთელი კონფლიქტის მსვლელობისას სომხური მხარე კულისებიდან პირდებოდა როგორც აზერბაიჯანს, ასევე ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნებს [რუსეთი, აშშ და საფრანგეთი მშვიდობის შუამავლები არიან. მოლაპარაკებები ყარაბაღის საკითხზე 2020 წლის მეორე ყარაბაღის ომის დაწყებამდე], რომ კვლავ დაიბრუნებდა ამ შვიდ რეგიონს ყარაბაღის სტატუსის აღიარების შემდეგ...“

 

და ისევ ყბადაღებული სტატუსი! ნუთუ მართლა ასე უჭირთ  იგივე სამცხე-ჯვახეთის სომხებს "სტატუსის" გარეშე ცხოვრება? „სტატუსის“ არქონა ხელს უშლის მათ საქართველოში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მშვიდად იცხოვრონ, იმუშაონ და იმოგზაურონ? მართლა სჭირდებათ „სტატუსები“ სადაც კი სომხები ცხოვრობენ და ამისთვის სისხლის მდინარეების დაღვრასაც არ ერიდებიან?

 

გარიკ კერიანი ამბობს, რომ 44-დღიანი ომის დროს სომხეთმა „განთავისუფლებული რეგიონების დაბრუნების პირობა დადო“. რატომ არ დააბრუნა ისინი, როცა ამის გაკეთება შეიძლებოდა მსხვერპლის გარეშე? "სტატუსს ელტვოდა"? ყბადაღებული „სტატუსის“ გამო გასულ წელს უკვე 8 ათასზე მეტი სომეხი დაიღუპა. მაგრამ გარიკ კერიანისთვის ეს აშკარად არ არის საკმარისი. მას ახალი მსხვერპლი სურს. მიუხედავად იმისა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფრონტზე წავიდეს.

 

კიდევ ერთი "ექსპერტი", პოლიტოლოგი ანდრიას გუკასიანი, ასევე, ფაქტიურად ცდილობს საქმე  ახალი ომის გაღვივებამდე მიიყვანოს და ამტკიცებს, რომ ყარაბაღის სომხებით დასახლებულმა რეგიონებმა უნდა "მიიღონ გაეროს მანდატი კოსოვოს პრეცედენტის მიხედვით":

 

„... ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებული ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები კვლავაც გადაუჭრელი რჩება. არ არსებობს არავითარი ბუფერული ზონა, რომელიც სომხების უსაფრთხოების გარანტი იქნებოდა, არც მანდატი არსებობს  ამ ზონაში კონტროლის უზრუნველსაყოფად,  ყარაბაღის სტატუსიც გაურკვეველია.

 

ვითარება შეიცვალა ომის შედეგად. თუ ომამდე ვარაუდობდნენ, რომ „არცახის“ საბოლოო სტატუსი  ხალხმა უნდა განსაზღვროს რეფერენდუმის გზით, მანამდე კი მისი ხელისუფლების ლეგიტიმურობა და კანონიერება უნდა იქნას აღიარებული,  ცხადია, საქმე იმაშია, რომ ყარაბაღში მართვის საერთაშორისო წესი უნდა დაინერგოს. ანუ გაეროს მანდატი უნდა გაიცეს სპეციალური ადმინისტრაციისთვის, რომელიც კოსოვოს პრეცედენტის რეფერენდუმის ჩატარებამდე საკუთარ თავზე აიღებს მართვის საკითხებს...“

 

გამოდის, რომ ყოველი სომხური დასახლების ირგვლივ, სადაც არ უნდა იყოს ის განლაგებული, უნდა იყოს რამდენიმე ასეული კილომეტრის მიტოვებული „ბუფერული ზონა“? რას ნიშნავს ეს იმავე რუსეთში, ყუბანის ყველაზე ნაყოფიერი მიწების უდაბნოდ გადაქცევა, რათა სოჭის ირგვლივ უკვე სომხური "ბუფერული ზონა" შეიქმნას? საქართველოში კი სად იქნება "ბუფერული ზონა", თუ "ჯავახკი" სეპარატისტები მიზანს მიაღწევენ? გადააქცევენ უდაბნოდ მათი "პრეტენზიის" მიღმა მყოფ დანარჩენ  საქართველოს?

 

და აი, ისევ სეპარატისტთა საყვარელი ნაცადი ხერხი - კოსოვოს "პრეცედენტის" ხსენება. ამ ილეთს მიმართავდნენ  სომეხი ნაციონალისტები, იგივე ლავროვ-კალანტაროვი, როდესაც რუსეთის ფედერაციის ქართულმა ძალებმა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დაიკავეს. თუმცა, ზოგადად  კოსოვო დამოუკიდებელი უნდა გამხდარიყო  იუგოსლავიის, როგორც სახელმწიფოთა ფედერაციის დაშლის შემდეგ.

უბრალოდ, ნაციონალისტური პანსლავური პრინციპით შექმნილი კოსოვოს სტატუსი ფედერალურ იუგოსლავიაში, მრავალი ათწლეულის განმავლობაში არ იყო „აყვანილი“ რესპუბლიკის სტატუსის რანგში (თუმცა ეს საკითხი რეგულარულად იდგა), რადგან, როგორც ამბობენ ალბანელები "არ იყვნენ სლავები".

 

მაგრამ აზერბაიჯანი და საქართველო იუგოსლავიისგან განსხვავებით არ დაყოფილა და არც შემდგომ გაიყოფა  „რესპუბლიკებად“, რომლებსაც აქვთ ფედერაციისგან გამოყოფის უფლება. ასე რომ,  აქ ცალსახად ვერ გათამაშდება   „კოსოვოს პრეცედენტი“. ისიც გავიხსენოთ, რომ კოსოვოს პრეცედენტს წინ უძღოდა სისხლიანი ომი. აშკარაა, რომ სომეხ ნაციონალისტებს კვლავაც სურთ ახალი ომი აზერბაიჯანული ყარაბაღის სომხების ყბადაღებული „სტატუსისთვის“.

 

რა მიზნით აქვეყნებს მსგავს პროვოკაციულ განცხადებებს სეპარატისტული ვებგვერდი, ესეც გაუგებარია. სომეხი "ჯავახკელი" სეპარატისტები არც კი აპირებენ დამშვიდებას, სურთ, რომ აუცილებლად იყოს სეპარატიზმისა და "მიაცუმის" პრეცედენტი, რათა  მაგალითი აიღონ და სეპარატისტული ომი წამოიწყონ. ნუთუ დაიღალნენ მშვიდობიანი ცხოვრებით? მათ არ უნდათ მშვიდად ცხოვრება ერთიან საქართველოში, არ უნდათ სრულყოფილად ისარგებლონ ყველა უფლებითა და შესაძლებლობით... მათ სისხლის ომი  და უბედურება სწყურიათ! ზოგადად, ასეთი პროვოკატორები თავად სომხებმა უნდა „გააჩუმონ“, რომლებიც საქართველოში ფესვებს იდგამენ, რადგან სომეხ ხალხს მათზე მეტად არავინ აყენებს ზიანს.

 

 

Kavkazplus

წაკითხულია : 469


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები