ეკონომიკა
12.11.21 12:20
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი კაკლის გადამმუშავებელი თანამედროვე სტანდარტების პირველი საწარმო დაათვალიერა და წარმოების პროცესს გაეცნო. ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
„ჩვენი პოლიტიკა, რომელიც ქვეყანაში მრავალწლოვანი კულტურების, მათ შორის, კაკლოვანი კულტურების განვითარებას ითვალისწინებს, პირველ შედეგებს უკვე იძლევა. იზრდება პირველადი წარმოება, რაშიც სახელმწიფო მნიშვნელოვან საგრანტო რესურსებს დებს და, შედეგად, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, უკვე რამდენიმე ათასი ჰექტარი კაკლისა და ნუშის ბაღი გაშენდა; ასევე, ვითარდება მიწოდების მთლიანი ჯაჭვის შემადგენელი რგოლები. სახელმწიფოს მხარდაჭერით იქმნება თანამედროვე სტანდარტების გადამმუშავებელი საწარმოები, რაც უმნიშვნელოვანესია ხარისხიანი, თანამედროვე სტანდარტის პროდუქტის მისაღებად, რომელიც არა მხოლოდ შიდა ბაზარზე იმპორტის ჩანაცვლებაზე იქნება ორიენტირებული, არამედ კონკურენტუნარიანი იქნება საერთაშორისო ბაზრებზეც.
ჩვენ გვაქვს საკმაოდ ამბიციური, გრძელვადიანი მიზნები და ამოცანები, რომ საქართველო კაკლოვანი კულტურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ექსპორტიორი გახდეს მსოფლიოში. ჩვენი პოლიტიკა ამ მიმართულებით თანმიმდევრულად, მიზანმიმართულად, წარმატებით ხორციელდება, რისი მაგალითიც სოფელ მარტყოფში გახსნილი თანამედროვე სტანდარტების ახალი საწარმოა“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
კაკლის გადამმუშავებელი საწარმო „ანიგოზი“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. კომპანიამ საწარმოს შესაქმნელად 2 503 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 600 000 ლარი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია, ხოლო 1 500 000 ლარი – შეღავათიანი აგროკრედიტი. საწარმოს წარმადობა 500 ტონას შეადგენს. წელს, საწარმომ პირველი ნედლეული კახეთის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის რეგიონების ფერმერებისგან მიიღო და 110 ტონა კაკალი გადაამუშავა. ამ ეტაპზე, კომპანია წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას შიდა ბაზარზე გეგმავს, მომავალი წლიდან კი, პროდუქცია ექსპორტზე გავა. საწარმოში, მუდმივად, 15 ადგილობრივია დასაქმებული. სეზონურად, აქტიური მუშაობის პერიოდში კი, მათი რიცხვი 30-მდე იზრდება.
როგორც საწარმოს დირექტორმა, ანა ქევხიშვილმა აღნიშნა, მომავალი წლიდან, გაფართოვდება ნედლეულის მიმწოდებელი რეგიონების არეალი, გასამმაგდება გადამუშავებული პროდუქციის მოცულობა და, შესაბამისად, გაიზრდება საექსპორტო პოტენციალი. საწარმოში დაინერგება ხარისხის საერთაშორისო სტანდარტი, რაც კიდევ უფრო გაზრდის ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობას.
კომპანიაში „ანიგოზი“ საწარმოო პროცესს, მინისტრთან ერთად, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები გაეცნენ.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 352
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24